კინესტეტიკური სწავლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კინესტეტიკური სწავლება — სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები ასრულებენ ფიზიკურ მოქმედებებს/დავალებებს, ლექციის მოსმენის ან დემონსტრაციის ყურების მაგივრად. ინდივიდის მიდგომა, დამოკიდებულებები და გამოცდილების ინტერპრეტაცია განპირობებულია არა მხოლოდ სწავლის საგანზე, არამედ სწავლების მეთოდებზეც. ზოგადად, სწავლების სამი ფორმა არსებობს: ვიზუალური, აუდიო და კინესტეტიკური. გამოკვლევათა თანახმად, კინესტეტიკური სწავლება მოსახლეობის 15% იზიდავს. სწავლების კინესტეტიკური სტილი ყველაზე მეტად წარმატებულია მაგ. სპორტის, მუსიკის, და სხვ. პრაქტიკული საქმიანობის შესწავლის პროცესში. სწავლების ეს პროცესი ადამიანს საშუალებას აძლევს ერთდროულად ორ მოვლენაზე გაამახვილოს ყურადღება: გონების და სხეულის მოქმედებაზე. იმ ადამიანებს, რომელთაც კინესტეტიკური სწავლის პროცესი იზიდავთ, თვალის-ხელის კარგი კოორდინირება შეუძლიათ და ძალიან სწრაფი რეცეპტორები გააჩნიათ.

კინესტეტიკური სწავლების პროცესი, ზოგადად, ნებისმიერ პიროვნებას ესადაგება და ამყარებს ძველ ჩინურ შეხედულებას: „ვისმენ — მავიწყდება; ვხედავ — მახსოვს; ვაკეთებ — ვაცნობიერებ“. კინესტეტიკური სწავლება აუმჯობესებს ნებისმიერი ადამიანის სწავლის პროცესს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]