შინაარსზე გადასვლა

კილიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერცხლის კილიკი ელენესა და ჰერმესის გამოსახულებით, დაახლ. ძვ. წ. 420 წ., ვასილ ბოჟკოვის კოლექცია, სოფია, ბულგარეთი.

კილიკი ― ძველი ბერძნული ქუსლიანი საღვინე თასი, რომელსაც ჰორიზონტალურად მიმაგრებული ორი ყური აქვს. ამზადებდნენ თიხის ან ლითონისგან. თიხის კილიკები ხშირად მოხატული იყო. ცნობილია ძვ. წ. VI საუკუნის კორინთული, ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ატიკური შავფიგურიანი და წითელფიგურიანი, აგრეთვე შავლაკიანი კილიკები.

კილიკები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ძველი ბერძნული კილიკები შეჰქონდათ. ისინი აღმოჩენილია ვანში, ითხვისში, დაბლაგომში, ფიჭვნარში, დიმნას ციხეში და სხვა. ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ვერცხლის კიილიკები.