შინაარსზე გადასვლა

კვაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალაქტიკა NGC 4319 და კვაზარი მარკარიან 205

კვაზარი (ინგლ. quasar — შეკვეცილი quasi-stellar radio source — „კვაზივარსკვლავური რადიოწყარო“), კვაზივარსკვლავური ობიექტი, კვაზივარსკვლავი, ზევარსკვლავი — ცის სხეული, რომელიც ოპტიკურად ვარსკვლავს ჰგავს, ხოლო სპექტრში ხაზების წითელი წანაცვლება აქვს — მეტი ვიდრე გალაქტიკებს (ცნობილ კვაზართა წითელი წანაცვლება 0.17-3.53 ფარგლებში მერყეობს). კვაზარების სპექტრი გაზოვან ნისლეულთა სპექტრის მსგავსია — შეიცავს გამოსხივების განიერ ხაზებს. თავდაპირველად ისეთი კვაზრები აღმოაჩინეს, რომელთაც დიდი რადიოგამოსხივება აქვთ. პირველად ძლიერი რადიოწყარო ვარსკვლავის მსგავს ობიექტთან 1960 წელს გააიგივეს, ხოლო 1963 წელს, როცა ამერიკელმა ასტრონომმა მ. შმიდტმა ამ ობიექტთა წანაცვლებულ სპექტრი გაშიფრა, ისინი კოსმოსურ ობიექტთა ცალკე კლასად გამოყვეს. შემდგომში აღმოაჩინეს სუსტი რადიოგამოსივების მქონე კვაზარები, რომელთა რიცხვი კვაზართა საერთო რაოდენობის 99%-მდეა; მათ კვაზიგალაქტიკებს, ზოგჯერ კი ცისფერ ვარსკვლავისმსგავს ობიექტებს უწოდებენ.

კვაზართა სპექტრში გამოსხივების ხაზების სიგანე 30 000°C ტემპერატურას შეესაბამება. შეიმჩნევა ძლიერი ულტრაიისფერი, აგრეთვე ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივება, შვიათად — შთანთქმის ხაზებიც, რომელთა წითელი წანაცვლება არ ემთხვევა გამოსხივების ხაზებისას. ზოგი კვაზარს სპექტრში წანაცვლებათა რამდენიმე სისტემა აქვს.

კვაზართა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა მათი ბრწყინვალების ვარიაციები (მაქსიმალური ცვლილება — 25-ჯერ). ვარიაციის უმცირესი პერიოდი სთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვაზართა ხაზოვანი ზომა კმ არ აღემატება (ცვლადი გამოსხივების წყაროს ზომა არ აღემატება , სადაც სინათლის სიჩქარეა).

კვაზარები ხშირად ორმაგ წყაროს წარმოადგენენ. მათი გამოსხივების მექანიზმი სინქროტრონულია, ზოგ შემთხვევაში პლაზმური რხევებითაა განპირობებული.

თუ წითელ წანაცვლებას კვაზართა მოძრაობას დავუკავშირებთ (სამყაროს კოსმოლოგიური გაფართოება), კვაზრები სამყაროს ყველაზე შორ ობიექტად ჩაითვლება (მანძილები პს-მდე); თითოეულის ბრწყინვალება 1000-ჯერ მეტია გიგანტური გალაქტიკების ბრწყინვალებაზე. კვაზართა მასა მზის მასას ეტოლება და მათი ბუნება შეიძლება დავუკავშიროთ მაგნიტური ტურბულენციით ან ბრუნვით შეჩერებულ გაზოვანი მასის კოლაპსს, მაშასადამე, ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კმ რადიუსიან ზემასიურ ვარსკვლავებად, რომლებიც შესაძლოა გალაქტიკების ბირთვების ევოლუციის გარკვეულ სტადიას უკავშირდებოდნენ.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, კვაზარები ჩენი გალაქტიკის ბირთვიდან ამოტყორცნილი მზის მასის მქონე სხეულებია, რომლებიც 60-600 კპს მანძილზე მდებარეობენ. მესამე ჰიპოთეზის მიხედვით, კვაზარები არის - კმ ზომისა და - მზის მასის მქონე სხეულები, რომელთა წითელი წანაცვლება გრავიტაციული ხასიათისაა. ამ ჰიპოთეზათა პოზიციები თანდათან სუსტდება.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: