კერესელიძეები
იერსახე
კერესელიძე — რაჭული წარმოშობის ქართული გვარი.
გვარის წარმოშობის ფუძედ მიჩნეულია კერა ან კერე და სელი, რაც შემდგომ საკუთარ სახელადაცაა ქცეული როგორც „კერესელი“. 1840 წლის აღწერით, კერესელიძეები რაჭაში მოიხსენიებიან შემდეგ სოფლებში: ბარი, ბოყვა, გორი, კრიხი, პიპილეთი, სადბელი, ფარავნე, ქვედა შავრა, ღადიში, ბარდომეთი და წესი.
1995 წლის ვაუჩერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობდა 3 053 კერესელიძე: თბილისში – 1501, ამბროლაურში – 237, გორში – 166 და იყვნენ სხვაგანაც.
ამჟამად კი საქართველოში რეგისტრირებულია კერესელიძეების 2699 გვარი, აქედან 1261 კაცია ხოლო 1438 ქალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბილისი. 1990
- ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის, ტ. II, თბილისი. 2005