კერენის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერენის სახლი
რუს. Дом Керена
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი დიუპონ დე ლარიუ
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101302000

კერენის სახლი (რუს. Дом Керена) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. გააჩნია არქიტექტურული და ისტორიული ძეგლის სტატუსი[2].

მისამართი: ტაგანროგი, შმიდტის ქუჩა № 12.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგში შმიდტის ქუჩა 12-ში კერენის სახლი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში არქიტექტორ დიუპონ დე ლარიუს პროექტის მიხედვით და შესრულებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. სახლის არსებობის ორასი წლის განმავლობაში მან რამდენიმეჯერ შეიცვალა მფლობელი და დანიშნულება. 1810 წელს შენობა გხადა პავლე დარო საკუთრება, რომელიც წყარობის მიხედვით ძირითადად ცხოვრობდა სხვა ქალაქში. 1890 წლიდან 1906 წლამდე უძრავი ქონება იყო იტალიის მოქალაქის ივან რუფოს კუთვნილება, ხოლო 1915 წლიდან უკვე ბელგიის მოქალაქეს ვიქტორ კერენს ეკუთვნოდა. მოგვიანებით რამდენიმე ხნის განმავლობაში აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ბელგიის კონსული[1]. 1992 წლიდან შენობა არქიტექტურის, ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლია[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერენის სახლი ერთსართულიანია. იგი ისე იყო დაპროექტებული, რომ შენობის სარდაფში უნდა შენახულიყო ხორბალი. შენობის ფასადი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება არქიტექტურული ტექნიკით. ოთხი ნახევრად კოლონა ამშვენებს ცენტრალურ ნაწილს. მათზე დგას ფრონტონი, კარნიზებით. ფანჯრები სწორკუთხა ფორმისაა. მთავარი შესასვლელი მდებარეობს არა ცენტრში, არამედ ფასადის მარცხენა მხარეს[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Энциклопедия Таганрога
  2. 2.0 2.1 Жилой дом//Объекты культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09.