კეკე გელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკატერინე გელაძე
Ekaterina Dzhugashvili.jpg
ეკატერინე გელაძე
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1858
ღამბარეული, გორი
გარდ. თარიღი 4 ივნისი, 1937
თბილისი
მეუღლე(ები) ბესარიონ ჯუღაშვილი
შვილ(ებ)ი მიხეილი, გიორგი, იოსებ ჯუღაშვილი
მშობლები მამა: გლახა გელაძე
დედა: მელანია ხომეზურაშვილი

ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული გელაძე–ჯუღაშვილი (დ. 5 თებერვალი, 1858, ღამბარეული, გორის მაზრა — გ. 4 ივნისი, 1937, თბილისიიოსებ სტალინის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე გიორგის ასული გელაძე დაიბადა 1858 წლის 5 თებერვალს, სოფელ ღამბარეულში. კეკე გელაძე 17 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა ბესარიონ ჯუღაშვილს. მათი ორი ვაჟი დაბადებისთანავე გარდაიცვალა - მიხეილი 1875 წელს, ხოლო გიორგი 1876 წელს. მესამე შვილი იოსები შეეძინა 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო მონათლეს 1878 წლის 17 (29) დეკემბერს ქალაქ გორში.

ეკატერინე გელაძე იყო უაღრესად მორწმუნე ქალი. მისი სურვილი იყო ერთადერთი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იოსებს თბილისის სასულიერო სემინარიაში ესწავლა. ვაჟიც დედას ემორჩილებოდა და დიდი მონდომებით სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

კეკე გელაძე მოესწრო იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის უზარმაზარი იმპერიის სათავეში საკუთარი ვაჟი მოექცა და გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

კეკე გელაძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა თბილისში. გარდაიცვალა 1937 წლის 4 ივნისს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. აღსანიშნავია, რომ იოსებ სტალინი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში არ ჩამოსულა, ის მხოლოდ ერთი წლით ადრე 1936 წელს იმყოფებოდა დედის სანახავად. კეკეს დაკრძალვის ცერემონიალს კი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, ამიტომაც გადაწყდა მის განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახტანგ გურული. მეფე-მამა. გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2014, გვ.17.
  • გელა ჩარკვიანი. ინტერვიუ მამასთან. გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2013, გვ.114.
  • ისააკ დოიჩერი. სტალინი - პოლიტიკური ბიოგრაფია. ნაწილი I. წიგნი #48, თბილისი, 2015.