კეიდი ბარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიდი ბარე
ბარე ესპანიოლში, 2022 წელი.
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
28 აგვისტო, 1997 წელი.[1]
დაბადების
ადგილი
ფიერი, ალბანეთი.
სიმაღლე 1.74[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ესპანიოლი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
წლები გუნდი
2010-2013 KF Olimpic
2013-2014 აპოლონია ფიერი
2014-2016 ატლეტიკო მადრიდი

კეიდი ბარე(დ. 28 აგვისტო, 1997) — ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე, ესპანურ საფეხბურთო კლუბ ესპანიოლში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოლონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიერში დაბადებულმა ბარემ, მისი ახალგაზრდული კარიერა Olimpic CF-ში 2010 წლის იანვარში დაიწყო. ამ კლუბში მან თითქმის სამი სეზონის მანძილზე იასპარეზა. შემდეგ კი იგი გადავიდა მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ აპოლონიაში.[2] იგი საკმაოდ კარგად ასპარეზობდა კლუბში, რამაც რასაკვირველია მას გუნდის რიგებში დიდი პროგრესი მოუტანა. ბარე 2013–14 სეზონში თამაშობდა კლუბის 19-წლამდელთა გუნდთან ერთად, რომელშიც მან 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.[3] 23 კაციან სიაში, იგი პირველად 16 წლის ასაკში მოხვდა, თასის მატჩზე, ტერბუნის წინააღმდეგ, თუმცა ამ მატჩში ბარეს არ უთამაშია.[4] მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში შედგა 2013 წლის 9 ნოემბერს პოგრადეცთან წინააღმდეგ, გასვლით მატჩზე, სადაც გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ბარე კი ამ თამაშში მეორე ტაიმში შევიდა.[5] 2013 წლის დეკემბერში, ესპანურმა კლუბმა ატლეტიკო მადრიდმა მისი ტრანსფერი განახორციელა.

ატლეტიკო მადრიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 26 დეკემბერს, ბარე ოფიციალურად გახდა მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც მან მის საცდელ მატჩებში, დაბალი დონის ტურნირზე თბილისში, საქართველო, თავი გამოიჩინა და საკმაოდ კარგად იასპარეზა, იგი ასევე დასახელდა ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად.[[6]

მთავარ გუნდში იგი პირველად მენეჯერმა დიეგო სიმეონემ წარადგინა, 2014 წლის იანვარში, სადაც მან დებიუტი შეასრულა კოპა დელ რეის მატჩზე, ლას პალმასის წინააღმდეგ, ანხელ კორეას ნაცვლად ბოლო წუთებში თამაშით.[7] მადრიდის ატლეტიკო B-ში ყოფნისას, ბარემ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გუნდს სეგუნდა დივიზიონ B-ში დაწინაურებისათვის მას შემდეგ, რაც ორი მატჩის საერთო ჯამში დაამარცხა Gimnástica de Torrelavega 3–0 ანგარიშით, ამასთანავე მეორე მატჩში ბარემ გოლის გატანაც მოახერხა..[8]

ბარე ძირითად გუნდში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გუნდს აეკრძალა ახალი მოთამაშეებისათვის კონტრაქტის გაფორმება.[9] მან პირველი თამაში 2017–18 სეზონში ჩაატარა 25 ოქტომბერს, როდესაც ითამაშა ელჩესთან, 2017–18 კოპა დელ რეის 32-ე ტურში, თამაში ფრედ დასრულდა, ანგარიშით 1–1.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Keidi Bare. RCD Espanyol. ციტირების თარიღი: 14 August 2022
  2. „Stafi drejtues i fierakëve ,mbledhje me presidentin e nderit Kokëdhima“ [Management staff of Apolonia, meeting with honorary president Kokëdhima] (ალბანური). Sporti Shqiptar. 17 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2015. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
  3. Keidi Bare profile sq. FSHF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 November 2017
  4. „Apolonia Fier vs. Tërbuni Pukë 1 – 2“. Soccerway. 6 November 2013. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
  5. „Pogradeci vs. Apolonia Fier 0 – 1“. Soccerway. 9 November 2013. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
  6. „Ne fokus/ 17 vjecari Kejdi Bare, kalon proven tek Atletiko Madrid“ [In focus/ 17 years onld Keidi bare passes the trial at Atlético Madrid] (ალბანური). Albania Soccer. 25 December 2013. ციტირების თარიღი: 18 November 2017.
  7. „Atlético Madrid vs. Las Palmas 2 – 3“. Soccerway. 10 January 2017. ციტირების თარიღი: 10 January 2017.
  8. „Video / Bare shënon dhe ngjit Atletiko B në Segunda B! Bllokimi i merkatos e bashkon me ekipin A“ [Video / Bare scores and promotes Atlético B in Segunda B! Transfer market's blocking makes him part of A team] (ალბანური). Panorama Sport. 1 June 2017. ციტირების თარიღი: 1 June 2017.
  9. „Ekskluzive / Rinovoi me Atletikon, Keidi Bare: Kam shanse që të luaj“ [EXCLUSIVE / Renewed with Atlético, Keidi Bare: I have chances to play] (ალბანური). Panorama Sport. 22 June 2017. ციტირების თარიღი: 22 June 2017.
  10. „Elche vs. Atlético Madrid 1 – 1“. Soccerway. 25 October 2017. ციტირების თარიღი: 18 November 2017.