ტრანსფერი (სპორტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ტრანსფერი — სპორტსმენის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლის პროცესი. ტრანსფერები ხორციელდება სპორტის გუნდურ სახეობებში (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი). ტრანსფერის ღირებულება დგინდება კლუბებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რის შემდეგაც სპორტსმენი აწერს ხელს კონტრაქტს, სადაც მითითებულია სპორტსმენის ხელფასი, ბონუსები, კონტრაქტის ხანგრძლივობა და მხარეების ვალდებულებები. თუ სპორტსმენი არ არის არცერთი კლუბის წევრი, მაშინ იგი სარგებლობს თავისუფალი აგენტის სტატუსით და შეუძლია ნებისმიერ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი.

ფეხბურთში ტრანსფერები ხორციელდება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ტრანსფერის პირობებს არეგულირებს ფიფას რეგლამენტი. ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბი ვალდებულია ტრანსფერი ფიფაში დაარეგისტრიროს. პირველი ტრანსფერი განხორციელდა 1885 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]