კახაბერ კახაბერისძე (XIII საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახაბერ კახაბერისძეXIII საუკუნის II ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რაჭის ერისთავი.

დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად დიდად შეუწყო ხელი დავით VI ნარინის გამეფებას დასავლეთ საქართველოში. შემდგომში მოინდომა იმერეთში დავით ლაშას ძის გამეფება, მაგრამ უშედეგოდ. კავშირი დაამყარა მონღოლებთან, დავით ნარინს აუმხედრა აბაღა-ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული და დასავლეთ საქართველოში თავშეფარებული ღალღური. კახაბერისძე ყაენის კარზეც წაჰყვა ღალღურს და იქ დავით ნარინის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. იქიდან კახაბერისძე ქართლში, ატენში დაბრუნდა. დავით ნარინმა შეიწყალა ორგული ერისთავი და რაჭაც დაუბრუნა. მცირე ხნის შემდეგ კახაბერისძემ კვლავ უღალატა მეფეს. მონღოლ სარდალ ალიყანთან გააბა მიმოწერა დავით ნარინის შეპყრობის თაობაზე. მეფემ ხელთ იგდო კახაბერისძე, თვალები ამოშანთა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა, ერისთავის ორი შვილი განდევნეს კონსტანტინოპოლში. ამით დასრულდა კახაბერისძეების მფლობელობა რაჭაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთელავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966.