კაცი ფუტლარში (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაცი ფუტლარში
რუს. Человек в футляре
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე დ. ბეგალოვი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 2010

კაცი ფუტლარში (რუს. Человек в футляре) — სკულპტურული კომპოზიცია ტაგანროგში. კომპოზიცია შექმნა დავიდ ბეგალოვმა ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მოტივების მიხედვით.

სკულპტურული კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიცია ასახავს ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების მოთხრობას და გამოსახავს ადამიანს (მასწავლებელი ბელიკოვი), რომელიც ცდილობს გაექცეს წვიმასა და ქარს, ასევე საკუთარ ტანჯვასა და შიშს[1]. კომპოზიცია დგას ტაგანროგის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის შენობის მარცხენა მხარეს კუთხის ფასადის წინ, სწორედ იმ სკოლის წინ, სადაც სწავლობდა ანტონ ჩეხოვი და სადაც მუშაობდა ნაწარმოების „კაცი ფუტლარში“ მთავარი მოქმედი გმირის, ბელიკოვის პროტოტიპი.

ბელიკოვის ზუსტი პროტოტიპი უცნობია. რამდენიმე თანამედროვე ადამიანი (მათ შორის ვლადიმირ ბოგორაზი და მიხეილ ჩეხოვი) თვლიდა, რომ ნაწარმოების „კაცი ფუტლარში“ მთავარი გმირის, ბელიაკოვის პროტოტიპი იყო ტაგანროგის ვაჟთა გიმნაზიის ინსპექტორი და ძველი ბერძნული ენის მასწავლებელი ალექსანდრე დიაკონოვი. ზოგიერთი აღწერს დიაკონოვის თვისებებს, რათა გააქარწყლონ პირველთა ნააზრევი. პავლე ფილევსკი წერდა:

ვიკიციტატა
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ კაცი ფუტლიარში და ალექსანდრე დიაკონოვი აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნებაა და ანტონ ჩეხოვის გმირს არანაირი კავშირი არ აქვს ადგილობრივ კოლორიტთან[2].“

ბიუჯეტის ხარჯებიდან ძეგლის დასამზადებლად და დასამონტაჟებლად გამოიყო 723 802 რუბლი[3]. ძეგლი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ტაგანროგის ადმინისტრაციამ ჩეხოვის იუბილესთან დაკავშირებით გამოაცხადა კონკურსი კომპოზიციის შესაქმნელად, რომელშიც გაიმარჯვა დავიდ ბეგალოვმა[4]. ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 2010 წლის 27 იანვარს, ა. ჩეხოვის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Головко В. Чеховские дни в разгар крещенских морозов დაარქივებული 2014-12-05 საიტზე Wayback Machine. // Аргументы и Факты на Дону. — 2010. — 27 янв.
  2. Человек в футляре. Примечания
  3. Собств. корр. Скульптурная композиция «Человек в футляре» // www.donland.ru. — 2010. — 18 сент.
  4. Бровкина М. Человек в футляре // Российская газета. — 2009. — 6 авг.