კაფკა: შეცნობის წლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაფკა: შეცნობის წლები არის რაინერ შტახის წიგნი, რომელიც ეძღვნება დიდი ეგზისტენციალისტის – ფრანც კაფკას ცხოვრების მძიმე და, ამავდროულად, საინტერესო წლებს. აღნიშნულ გამოცემაში, კაფკას ცხოვრების ბოლო – 1916-1924 წლებია აღნიშნული. მწერლის აზრით, სწორედ იმ პერიოდმა – სხვადასხვაგვარმა სირთულეებმა, კრიზისმა, ავადმყოფობამ და წარუმატებლობამ შეაძლებინა ფრანც კაფკას შეეცნო სამყარო, საკუთარი თავი და შეექმნა დიდი ლიტერატურა.