კატარინა კარაჯორჯევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატარინა კარაჯორჯევიჩი
კატარინა ბატისი

პრინცესა კატარინა, 18 ივნისი, 2010
იუგოსლავიის პრინცესა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1943 (1943-11-13) (80 წლის)
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთის სამეფო
მეუღლე: ჯეკ უოლტერ ენდრიუსი (25 ნოემბერი, 1962 - 7 დეკემბერი, 1984)
ალექსანდრე, იუგოსლავიის პრინცი (20 სექტემბერი, 1985-
მამა: რობერტ ბატისი
დედა: ანნა დოსტი

კატარინა, იუგოსლავიის პრინცესა ( ნამდვილი გვარი - ბატისი, ბერძ. Μπατής, დ. 13 ნოემბერი, 1943, ათენი ) — იუგოსლავიის პრინცის ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის არის რობერტ ბატისის (1916–2011) და ანა დოსტის (1922–2010) ორი ქალიშვილიდან ერთ–ერთი. მისი და არის ბეტი რუმელიოტისი (ნამდვილი გვარი - ბატისი). კატარინამ განათლება მიიღო ათენსა და ლოზანაში, შვეიცარიაში. სწავლობდა ბიზნესს დენვერისა და დალასის უნივერსიტეტებში . იგი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ბიზნესის მიმართულებით შეერთებულ შტატებში.

1962 წლის 25 ნოემბერს კატარინა დაქორწინდა ჯეკ უოლტერ ენდრიუსზე (1933–2013), [1]  [2] ვალტერ ენდრიუსისა და ელიზაბეტ პიფერის ვაჟზე. [3] მათ შეეძინათ ორი შვილი. [4] და განქორწინდნენ 1984 წელს. კეტრინი ბევრს მოგზაურობდა. ცხოვრობდა ავსტრალიაში, აფრიკასა და შეერთებულ შტატებში.

მისი ვაჟი დავიდი და შვილიშვილი ალექსანდრე საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტის, პროკოპის პავლოპულოსის ნათლულები არიან. [5]

მან გაიცნო თავისი მეორე ქმარი ვაშინგტონში 1984 წელს და დაქორწინდნენ ლონდონში, სამოქალაქო წესით 1985 წლის 20 სექტემბერს და მეორე დღეს რელიგიურად - წმინდა სავას სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ნოტინგ ჰილში . მათი მეჯვარე იყო კონსტანტინოს II, ხოლო მოწმე იყო იუგოსლავიის პრინცი ტომისლავი, პრინც ალექსანდრეს ბიძა. [6]

მან თავისი დროის დიდი ნაწილი დაუთმო საქველმოქმედო საქმიანობას ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის შემდეგ. იგი მუშაობს ჰუმანიტარულ დახმარებაში და არის სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციის მფარველი. 2001 წელს მან დააარსა HRH Crown Princess Katherine Foundation ბელგრადში, მისი საქველმოქმედო საქმიანობის გაფართოების მიზნით. [7]

1991 წელს მეუღლესთან და ვაჟებთან ერთად ბელგრადში გაემგზავრა. მათ ენთუზიაზმით მიესალმა ასიათასობით მხარდამჭერი, რომელთაგან ბევრი მხარს უჭერდა კარაგეორგევიჩების ოჯახის საკონსტიტუციო საპარლამენტო მონარქიის მეთაურობას. 

2001 წლის 17 ივლისს, სერბეთში დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, გვირგვინოსანმა პრინცმა და პრინცესამ დაიდეს ბინა ბელგრადის სამეფო სასახლეში .

კატარინა საუბრობს ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და სერბულ ენებზე. უყვარს მუსიკა, კითხვა, სამზარეულო, თეატრი და თხილამურებით სრიალი.

2019 წელს კატარინამ ლონდონში აღნიშნა თავისი ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაარსებიდან 25 წელი. ღონისძიება გაიმართა კლარიჯის სასტუმროში მაიფეირში, მისი მეუღლის დაბადების ადგილას. ღონისძიების ორგანიზატორი იყო გამგეობის წევრი ლაზარ ვუკოვიჩი. კატარინას წარჩინებულ სტუმრებს 25 წლიანი მფარველობისთვის ჯილდო გადაეცათ. [8] [9]

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარინას, სერბეთის გვირგვინოსანი პრინცესის, გერბი.

სერბეთის პრინცის მეუღლის უნივერსალური გერბი არის წითელ ფონზე თეთრი ორთავიანი არწივი ფრენისას. ორივე თავი დაგვირგვინებულია სერბეთის ჰერალდიკური გვირგვინით. არწივის წვერი, ენა და ტერფები ოქროსფერია. არწივს აქვს წითელი ფარი, კიდემდე ჯვრით. თეთრი არწივის ქვედა მხარეს არის ორი ოქროსფერი შროშანა. ფარი დაგვირგვინებულია მეფე პეტრე I-ის გვირგვინით, ცენტრში ლურჯი შროშანით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geni
  2. Tributes
  3. Brinsfield
  4. Ancestry
  5. Royal Family
  6. Royal Family of Serbia
  7. About us. ციტირების თარიღი: 4 July 2022
  8. EXCLUSIVE: Crown Prince Alexander of Serbia talks charity work in interview with Royal Central en-GB (2019-03-04). ციტირების თარიღი: 2021-04-15
  9. The Royal Couple and Lifeline United Kingdom hosted 25th anniversary gala dinner at Claridge’s.