კარუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქარუნი.
კარუნი
არაბ. بِركة قارون
ნავები კარუნის ტბაზე
ნავები კარუნის ტბაზე
კოორდინატები: 29°27′13″ ჩ. გ. 30°34′51″ ა. გ. / 29.45361° ჩ. გ. 30.58083° ა. გ. / 29.45361; 30.58083
მდებარეობა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ტერიტორიული ერთეული ელ-ფაიუმის მუჰაფაზა
სიმაღლე ზღვის დონიდან −45 
სიგრძე 42 კმ
სიგანე კმ
ფართობი 233 კმ²
კარუნი — ეგვიპტე
კარუნი

კარუნი (არაბ. بِركة قارون, ბირქტ-კარუნ) — ტბა ეგვიპტეში. მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ფაიუმის ოაზისში. ფართობი 233 კმ². წარმოადგენს ძველი, ფართობით უფრო დიდი ტბის ნაშთს. ძველი ტბის ძველბერძნული დასახელებაა მერისი (ძვ. ბერძნ. Μοῖρις, ნათესაობითში — Μοίριδος), რაც მოდის სიტყვიდან მერურ (სიტყვასიტყვით — დიდი არხი). მის ნაპირებზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დაარსდა ოლქის დედაქალაქი შეთეთი (ბერძნულად კროკოდილოპოლი). XII დინასტიის დროს (ძვ. წ. XX–XVIII სს.), განსაკუთრებით კი ფარაონების სენუსერტ II-ისა და ამენემჰეტ III-ის ზეობისას, ტბის მიდამოებში განხორციელდა დიდი ამოსაშრობი და საირიგაციო სამუშაოები. ითვლება, რომ ძველი ტბის ფართობი ახლანდელისას ბევრად აღემატებოდა (შეადგენდა დაახლ. 2000 კმ²-ს). მერისი აღწერილია ჰეროდოტეს მიერ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Меридово озеро // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.