კარპოგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარპოგონი (ბერძ. karros — ნაყოფი და gonos — თესლი) — ძოწეული წყალმცენარეების მდედრობითი სასქესო ორგანო. კოლბისებრი ფორმა აქვს. შედგება ქვედა გაფართოებული (მუცლის) ნაწილისა და ზედა შევიწროებული — ე. წ. ტრიქოგინასაგან. კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ ტრიქოგინა კვდება, ხოლო მუცლის ნაწილში წარმოიქმნება კარპოსპორები, რომლებიც ზოგჯერ უჯრედის ძაფების ბოლოებზე განლაგდებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]