კარლ როჯერსი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კარლ როჯერსი}} |
კარლ როჯერსი | |
---|---|
ინგლ. Carl Ransom Rogers | |
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1902[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ოუკ-პარკი |
გარდ. თარიღი | 4 თებერვალი, 1987[1] [2] [3] [4] [5] [8] [6] [7] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-ხოია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი და არამხატვრული მწერალი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, Teachers College და Union Theological Seminary |
შვილ(ებ)ი | Natalie Rogers[9] |
ჯილდოები | წლის ჰუმანისტი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[10] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ლეიდენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | nrogers.com/index.html |
კარლ როჯერსი (ინგლ. Carl Rogers; დ. 8 იანვარი, 1902 — გ. 4 თებერვალი, 1987 ) — 1950-იანი, 1960-იანი, 1970-იანი წლების ჰუმანისტი თეორიტიკოსი. მან ამერიკულ ფსიქოლოგიას უფრო ოპტიმისტური და თვითმადეტერმინირებული ხედვა შესთავაზა. იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანები უფრო მაღალი მიზნებით არიან მოტივირებულნი, რაც მათ განასხვავებს სხვა ცხოველებისგან. ჰუმანისტური პოზოციიდან უპირველესი მოტივატორი საკუთარი თავის აქტუალიზაციისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაა.
კარლ როჯერსი პირდაპირ არ მისულა ფსიქოლოგიაში, თუმცა მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაზე, ისე განათლებაზე.მან შექმნა კლიენტზე ცენტრირებული თერაპია და პიროვნებაზე ცენტრირებული თეორია, იყო შეხვედრების ჯგუფების შექმნის ინიციატორი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი; ასევე, იყო წამყვანი ფიგურა, რომელიც პიროვნებაზე ცენტრირებულ ჯგუფებში ერთა შორის პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობდა.
საინტერესოა, რომ კარლ როჯერსი ათ წელიწადზე მეტხანს ეწეოდა ფსიქოთერაპიას მანამ, სანამ აღმოაჩენდა და ამის შემთხვევა არ მიეცემოდა, რომ პსიქოლოგიისთვის ახალი მიდგომის შეთავაზება შეეძლო. ასეთ შემთხვევად 1940 წლის მინესოტას უნივერსიტეტში კონსულტირების პროგრამაში ფსიქოთერაპიის პროცესის შესახებ სასაუბროდ მიიწვიეს. მან გადაწყვიტა, თავისი მოხსენებისთვის " პსიქოთერაპიის უახლესი ცნებები " დაერქმია, რომელსჰიც გააკრიტიკა პსიქოთერაპიის ტრადიციული მეთოდები და ძველმოდური/მოდიდან გასული უწოდა.
როჯერსმა თავის პირველ წიგნში „პრობლემური ბავშვის კლინიკური მოვლა“ (1939) პიროვნებაზე ცენტრირებული იდეები წამოაყენა, რაც კლიენტის მიმართ თერაპევტის ქმედებების მნიშვნელობას შეეხებოდა. როჯერსისთვის კარგ ფსიქოლოგს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონოდა: ობიექტურობა, ინდივიდის პატივისცემა, საკუთარი თავის გაგება და, ბოლოს, ფსიქოლოგიური ცოდნა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ როჯერსი, ექვსი შვილიდან მეოთხე იყო. დაიბადა 1902 წლის 8 იანვარს იუკ პარკში, ილინოისში (აშშ), მკაცრი პროტესტანტ-ფუნდამენტალისტის შეძლებულ ოჯახში. ის მშობლების მოსაზრებების, ცხოვრებასთან მათეული დამოკიდებულებისა და ამ დამოკიდებულებების საკუთარი ინტერპრეტაციების გავლენის ქვეშ იზრდებოდა.
როჯერსი კარგად სწავლობდა, ბევრს და სიამოვნებით კითხულობდა, უყვარდა თვითანალიზი. მას არ აინტერესებდა სპორტი, ხმაურიანი თამაშები და პრაქტიკულად არ ჰყავდა მეგობრები. ბავშვები გარემოს „დამღუპველი ზემოქმედებისგან“ რომ დაეცვათ, მშობლები საცხოვრებლად ფერმაში გადავიდნენ, სადაც როჯერსი სკოლაში სწავლობდა. მას ბრწყინვალე აკადემიური წარმატებები ჰქონდა და სერიოზულად აინტერესებდა მეცნიერება.
როჯერსმა სწავლა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების შესწავლის მიზნით უისკონსინის უნივერსიტეტში განაგრძო.ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ როჯერსმა უნივერსიტეტი ისტორიის განხრით დაამთავრა. 1922 წელს ჩინეთში გაემგზავრა, პეკინში მსოფლიო სტუდენტური ქრისტიანული ფედერაციის ყრილობაზე დასასწრებად, შემდეგ კი ენის შესწავლის მიზნით, დასავლეთ ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში იმოგზაურა. ამ პერიოდში, 1924 წელს , როჯერსი ჰელენ ელიოტზე დაქორწინდა. წყვილი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად.როჯერსმა ისევ შეიცვალა ინტერესები და სასულიერო განათლებისკენ გადაიხარა.მან სწავლის გაგრძელება ნიუ იორკის თეოლოგიურ სემინარიაში გადაწყვიტა.ამის შემდეგ მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა პედაგოგიურ კოლეჯშუ დოქტორანტურაში.
ფსიქოლოგიის სწავლის შემდგომ წლებში როჯერსი გაეცნო ორ მიდგომას. ფსიქოდინამიკურსა და ბიჰევიორისტულს. შემდეგ როჯერსმა კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა აღზრდის ცენტრში გაიარა, სადაც ადამიანები შესწავლისადმი ფსიქოდინამიკური მიდგომით, არაცნობიერი დინამიკის ინტერპრეტაციით მუშაობდნენ. როჯერსმა პროფესიული ცხოვრება ფსიქოდინამიკურ მიდგომაზე დაყრდნობით დაიწყო, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედი.
როჯერსი 1945 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც საშუალება მიეცა, საკუთარი ფსიქოთერაპევტული ცენტრი ჩამოეყალიბებინა, რომლის დირექტორიც იყო 1957 წლამდე.სწორედ აქ მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა მან კლიენტზე ცენტრირებული თერაპია.
1951 წელს როჯერსმა გამოაქვეყნა წიგნი „კლიენტზე ცენტრირებული თერაპია“.
1957 წელს როჯერსი გადავიდა უისკონსინის უნივერსიტეტში, მედისონში, სადაც მუშაობდა 1968 წლამდე და ერთდროულად ფსიქიატრიითა და ფსიქოლოგიით იყო დაკავებული.
როჯერსი აკრიტიკებდა შემდეგ დებულებებს:
- არ შეიძლება, რომ სტუდენტს ვანდოთ საკუთარი სამეცნიერო და პროფესიული სწავლების პროცესის მართვა;
- შეფასება - ესაა სწავლება; სწავლება - ესაა შეფასება;
- რასაც ლექციაზე აწოდებენ, იმას სწავლობს სტუდენტი;
- ფსიქოლოგიის ყველა ჭეშმარიტება უკვე ცნობილია;
- გამოჩენილი მეცნიერები დამჯერი მოწაფეები იყვნენ;
1963 წელს, როჯერსი ლა ჯოლაში, კალიფორნიაში გადავიდა.
როჯერსი სიცოცხლის ბოლომდე პიროვნების შესწავლის ცენტრში მუშაობდა.
როჯერსმა ბევრი ჯილდო და აღიარება მიიღო კოლეგებისგან. ის იყო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჰქონდა მიღებული ჯილდო „გამოჩენილი წვლილისთვის“" და „გამორჩეული პროფესიული წვლილისთვის“ . როჯერსის ავტობიოგრაფია დაიბეჭდა „ფსიქოლოგიის ისტორია ავტობიოგრაფიებში“ , მეხუთე ტომში.
როჯერსის სიკვდილის დღეს მან მიიღო წერილი, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ ის ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. როჯერსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 1987 წელს.
იდეური წინამძღვრებები და გავლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როჯერსის პიროვნების თეორია მისი საკუთარი კლინიკური გამოცდილებისან დაიბადა.ის აღიარებდა, რომ მისი საკუთარი აზროვნება თავდაპირველად ფროიდისტი ოტო რანკის მაგალითს, რომელიც იმ დროისთვის ჩამოშორდა ტრადიციულ ფსიქოანალიზს. მოგვიანებით როჯერსი თანამშრომლობდა ოტო რანკის მოსწავლესთან ადლერთან. როჯერსმა აღმოაჩინა, რომ ადლერის მუშაობა ბავშვებთან საოცრად განსხვავდებოდა იმ დროისთვის ფართოდ გამოყენებული რთული ფროიდიანული პროცედურებისგან.
როჯერსის სტუდენტები ჩიკაგოს უნივერსიტეტში თვლიდნენ, რომ როჯერსის პოზიცია მარტინ ბუბერისა და სორენ კირკეგორის პოზიციას ეხმიანებოდა. ეს მოაზროვნეები მართლაც დაეხმარნენ როჯერსს საკუთარი ეგზისტენციალური ფილოსოფიის გამყარებაში.
ზრდა-განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როჯერსს არ შეუმუშავებია ზრდა-განვითარების თეორია, თუმცა სჯეროდა, რომ ზრდის პოტენციალი ყველა ჩვენგანს აქვს. ორგანიზმის ზრდის ბუნებრივი პროცესი გართულებას, გაფართოებას, ავტონომიის გაძლიერებასა და, ამავე დროს, სოციალიზირებულობის ზრდას, მოკლედ რომ ვთქვათ, თვითაქტუალიზაციას გულისხმობს. მე-კონცეფცია ფენომენური ველის ცალკეულ ნაწილად იქცევა.
აღსანიშნავია, რომ როჯერსს, კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი სხვა თეორიტიკოსებისგან განსხვავებით, არ გაუწერია განვითარების მნიშვნელოვანი სტადიების ზუსტი განრიგი, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანი განვითარება ახალშობილობიდან მოზრდილობამდე. ამის ნაცვლად, ის ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ინდივიდის გარშემომყოფების შეფასება, განსაკუთრებით ბავშვობაში, ორგანიზმის განცდებისა და მე-ს განცდების დისტანცირებას ანუ არაკონგრუენტული მდგომარეობის შექმნას.
სრულფასოვნად ფუნქციონირებადი პიროვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როჯერსი გვთავაზობს თეორიას იმის შესახებ რასაც თავად სრულფასოვნად ფუნქციონირებად პიროვნებას უწოდებს. ეს თეორია დეტალურად განიხილავს ჰიპოთეტური პიროვნების თვისებებს, რომელსაც როჯერსი „სრულად აქტუალიზირებული ადამიანის ორგანიზმად“ მოოჩნევს. ასეთი პიროვნების უუფრო დეტალურად აღწერილ ბუნებას როჯერსი „კარგ ცხოვრებას“ არქმევს. ამრიგად, პიროვნებაზე ცენტრირებულ თეორიაში არა მარტო ფსოქოლოგიური აშლილობისა და პიროვნების მარცხებია აღწერილი, არამედ ადამიანის პოტენციალი და რეალიზაციის გზებიც. პოტენციალზე ასეთი ხაზგასმა მნიშვნელოვანი იყო, რადგან როჯერსს სურდა, თავი აერიდებინა ადამიანის ფუნქციონირების დეფიციტებზე დაფუძნებული მოდელის შექმნისთვის. ამის ნაცვლად, მან შექმნა კონსტრუქციული ზრდისა და ცვლილების პოტენციალზე დაფუძნებული მეთოსი.
ოპტიმალურად ფუნქციონირებადი პიროვნების აღწერისას როჯერსი სამ ზოგად თვისებას ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, ახასიათებს ნებისმიერ სრულყოფილად ფუნქციონირებადი ადამიანის ქცევას. ესენია:
- გამოცდილებისადმი ღიაობა;
- დროის აწმყო მომენტში ცხოვრება;
- ორგანიზმული გამოცდილების ანუ შინაგანი იმპულსებისა და ინტუიტური შეფასების რწმენა.
ცხადია, მხოლოდ მცირე რაოდენობის ინდივიდებს ახასიათებთ ყველა ეს თვისება სრულად. კარგი ცხოვრება იდეალური მდგომარეობა უფროა, ვიდრე რეალურად, ჩვეულებრივ არსებული მდგომარეობა.
ფსიქოპათოლოგია: განსვლა მე-კონცეფციასა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როჯერსისთვის ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია თავის მე-კონცეფციაში სუბიექტური გამოცდილების ასახვა. ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელია კონგრუენტულობა მე-სა და გამოცდილებას შორის, გამოცდილებისადმი ღიაობა და დაცვითი რეაქციების არქონა. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პიროვნება კი, პირიქით, ისეა სტრუქტურირებული, რომ ის არ შეესატყვისება ორგანიზმის გამოცდილებას. პსიქოლოგიურად ცუდად ადაპტირებული ინდივიდი უარს ამბობს ცნობიერებაში მნიშვნელოვანი სენსორული და ემოციური გამოცდილების შეშვებაზე. მე-კონცეფციისთვის არაკონგრუენტული გამოცდილება არაცნობიერად აღიქმება, როგორც საფრთხის მომტანი და უარიყოფა, ან მახინჯდება. ამ სიტუაციას როჯერსმა მე-კონცეფციასა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის განსვლა უწოდა. შედეგად ვიღებთ მე-კონცეფციის რიგიდულად შენარჩუნებას, რომელიც თავს იცავს მე-ს მთლიანობისთვის საფრთხის მომტანი და პოზიტიური თვითშეფასების მოთხოვნილების მაფრუსტრირებელი სუბიექტური გამოცდილების ზემოქმედებისგან.
როჯერსის თანახმად ფსიქოლოგიური პათოლოგია ნიშნავს, რომ დარღვეულია ურთიერთობა მე-კონცეფციასა და აქტუალურ გამოცდილებას შორის. თუმცა, როჯერსის კვლევათა დიდი ნაწილი მე-კონცეფციასა და იდეალურ მე-ს ურთიერთობას ეძღვნება. ამ კვლევებში მე-სა და იდეალურ მე-ს შორის განსვლის ხარისხი ადაპტაციის მაჩვენებლად გამოიყენებოდა: რაც ნაკლებია განსვლა, მით უკეთესია ადაპტირებულობა.
როჯერსის თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როჯერსმა დანერგა თერაპიულ ურთიერთობაში ახალი ტერმინოლოგია. მოკლედ თუ შევაჯამებთ, როჯერსის თეორია 19 ძირითად დებულებას ეყრდნობა:
- ყველა ინდივიდი (ორგანიზმი) უწყვეტად ცვალებას გამოცდილების სამყაროში (ფენომენურ ველში) ცხოვრობს, რომლის ცენტრსაც თავად წარმოადგენენ;
- ორგანიზმი ისე რეაგირებს ველზე,როგორც აღიქვამს და განიცდის მას. ეს პერცეპტუალური ველი არის მისი "რეალობა"
- ორგანიზმები თავიან ფენომენურ ველზე რეაგირებენ, როგორც ერთი ორგანიზებული მთლიანი;
- მთლიანი პერცეპტული ველის ნაწილი თანდათანობის გამოდიფერენცირდება, როგორც „მე“ .
- გარემოსთან, კერძოდ სხვებთან შეფასებითი ინტერაქციის შედეგად, ყალიბდება "მე"-ს სტრუქტურა "მე"-ს მახასიათებლებისა და ურთიერთობების პერცეფციების ორგანიზებული, ფლუიდური, მაგრამ თანმიმდევრული კონცეპტუალური პატერნი, რომელსაც თან ახლავს ამ ცნებასთან ასოცირებული ღირებულებები;
- ორგანიზმს სწრაფვის ერთი ბაზისური ტენდენცია აქვს, ესაა გამოცდილების მიმღები ორგანიზმის აქტუალიზაცია, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
- ქცევის შესწავლის საუკეთესო საწყისი წერტილი ინდივიდის შინაგანი სივრცეა;
- ქცევა, ძირითადად ორგანიზმის მიერ განხორციელებული მიზნით მართული მცდელობაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები იმ ველში, რომელსაც აღიქვამს;
- ასეთ მართულ ქცევას თან ახლავს და, ზოგადად, ხელს უწყობს ემოციები; კონკრეტული სახის ემოციები, რომლებიც ორგანიზმის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ქცევის სუბიექტურად აღქმულ მნიშვნელოვნებას ახლავ თან;
- ღირებულებებს უშუალოდ ორგანიზმი განიცდის და ზოგ შემთხევავში, გვაქვს გარედან ინტროეცირებული ანუ სხვებისგან აღებული ღირებულებები, მაგრამ მათ დამახინჯებულად აღვიქვამთ ისე, თითქოს მას უშუალოდ განვიცდიდეთ;
- ინდივიდის ცხოვრებაში არსებული გამოცდილება შეიძლება იყოს: ა) მე-სთან მიმართებაში სიმბოლიზებული, აღქმული და ორგანიზებული; ბ) იგნორირებული, ვინაიდან ინდივიდი ვერ ხედავს მე-ს სტრუქტურასთან მის მიმართებას; გ) უარყოფილი სიმბოლიზაცია, ან მოცემული დამახინჯებული სიმბოლიზაცია, რადგან გამოცდილება არ შეესატყვისება მე-ს სტრუქტურას;
- ორგანიზმისთვის ჩჰვეული ქცევის გზების უმეტესობა მისი მე-კონცეფციის შესატყვისია;
- ზოგ შემთხვევაში ქცევა შეიძლება ორგანული გამოცდილებებით და მოთხოვნილებებით იყოს განპირობებული, რომლებიც არ იყო სიმბოლიზებული. ასეთი ქცევა, შესაძლოა, არ შეესატყვისებოდეს მე-ს სტრუქტურას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ინდივიდი „არ ფლობს“ ქცევას;
- ფსიქოლოგიურ შეგუებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ორგანიზმი უარყოფს სენსორული და ვისცერალური გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რომელშიც ორგანიზმის ყველა სენსორული და ვისცერალური გამოცდილება ასიმილირდება, ან შეიძლება ასიმილირდეს მე-კონცეფციასთან სიმბოლურ დონეზე შესაბამის ურთიერთობაში;
- ფსიქოლოგიურ შეუგუებლობასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ორგანიზმი უარყოფს სენსორული და ვისცერალური გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რომელიც საბოლოოდ არ სიმბოლიზირდება და ორგანიზდება მე-ს სტრუქტურის გეშტალტში.როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, არსებობს ბაზისური ან პოტენციური ფსიქოლოგიური დაძაბულობა;
- ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც მე-ს სტრუქტურის ორგანიზაციის არაკონსისტენტურია, შეიძლება აღვიქვათ, როგორც საფრთხე და რაც უფრო ბევრია ასეთი აღქმა, მით მეტად რიგიდულად არის ორგანიზებული მე-ს სტრუქტურა საკუთარი თავის შესანარჩუნებლად;
- გარკვეულ პირობებში, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ საფრთხეს მე-ს სტრუქტურისადმი, არაკონსისტენტური გამოცდილებები შეიძლება აღქმული და შესწავლილ იქნას, ხოლო მე-ს სტრუქტურა გადაისინჯოს მათი ასიმილირებისა და ასეთი გამოცდილებების მასში ჩართვის მიზნით;
- როდესაც ინდივიდი ყველა თავის სენსორულ და ვიცერალურ გამოცდილებას აღიქვამს და ერთ მთლიან თანმიმდევრულ და ინტეგრირებულ სისტემაში აერთიანებს, მაშინ მისი გაგება უფრო შესაძლებელია და მიღებულია სხვების მიერ, როგორც ცალკეული ინდივიდი;
- თუ ინდივიდი საკუთარი ორგანული გამოცდილებების უმრავლესობას აღიქვამს და იღებს მე-ს სტრუქტურაში, ის აღმოაჩენს, რომ ახდენს არსებულ ღირებულებათა სისტემის ჩანაცვლებას. ამას დამახინჯებულად სიმბოლიზირებულ ინტროექციაზე დაყრდნობით აკეთებს. ეს მიმდინარე ორგანიზმული პროცესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარლ როჯერსი — „პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომა“"
- დალი ფარჯანაძე — „პიროვნების ფსიქოლოგია“
- დიმიტრი უზნაძე — „ზოგადი ფსიქოლოგია“
- ცეზარ ლომსაძე — „ზოგადი ფსიქოლოგია“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Carl Rogers (Encyclopædia Britannica 220 online)
- nrogers.com დაარქივებული 2005-02-15 საიტზე Wayback Machine. — Rogers' Biography
- Personality Theories — Carl Rogers
- Carl Rogers page at Mythos & Logos
- Carl Rogers' On Becoming A Person, a brief introduction
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ https://www.nrogers.com/Biographies.html
- ↑ https://www.apa.org/about/awards/scientific-contributions?tab=3
- ↑ https://www.universiteitleiden.nl/en/about-us/facts-and-figures/laureates