კარელიის სადათვე ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა | ფინეთი/რუსეთი | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
კარელიის სადათვე ძაღლი (რუს. Карельская медвежья собака) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ფინეთში/რუსეთში XIX საუკუნეში.
ეს ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ-ევროპულ ლაიკას, ფინეთში გაჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ძაღლებს აშენებდნენ კარელიაში დიდ ნადირზე სანადიროდ. კარელიის ძაღლი გაცილებით მრავალრიცხოვანია თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ. მონადირეების მიერ გამოიყენება ცხენირემზე სანადიროდ ფინეთში, შვედეთში და ნორვეგიაში. 1910-იან წლებში მისი რაოდენობა შემცირდა, თუმცა შემდგომში პოპულარული გახდა და ახლა წარმატებულად მრავლდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
ძლიერი, გამმძლე კარელიის ძაღლი სიამოვნებით ნადირობს თითქმის ყველა ნადირზე. მას გააჩნია სპეციფიკური, ჩედილოეთის შპიცებისთვის არადამახასიათებელი, შავ-თეთრი შეფერილობა. ამ ძაღლის კომპანიონად გაჩერება არ ღირს, მაგრამ თუ ძალიან გინდათ იყოლიოთ, ძალიან კარგად უნდა გაწვრთნათ, რადგან ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, ცუდად იტანს ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარელიური ძაღლი სქელი ბალნითაა დაფარული, კუდზე გრძელი ბალანი აქვს, პატარა ყურები და სქელი ბალანი ყურების მოყინვის საშიშროებას ამცირებს, აქვს ძალიან ძლიერი ყბები, კუდი ზურგისკენაა მიმართული.