კარალიხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარალიხევი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის დასავლეთით, 4–5 კილომეტრზე. ნასახლარებად წოდებულ ადგილსა და მდინარე კარალისხევის მარცხენა ნაპირს შორის მდებარე ტერიტორიაზე. სადგომს უკავია მდინარე კარალისხევისაკენ დახრილი ფერდობის უტყეო, ნიაღვრებით ძლიერ გადარეცხილი და დაღარულ–გაშიშვლებული 1–2 ჰექტარი ფართობი. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ აშელის ხანას.

სადგომი 1970 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის შემსწავლელმა რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). სადგომ კარალისხევში ზედაპირულად შეგროვებული ქვედა პალეოლითური კაჟის ნივთების ჯგუფში წარმოდგენილია თითო ლევალაური თავბოლო მოტეხილი ლამელა და მოგრძო ფოთლისებრი ანატკეცი. ექვსი არალევალაური მოგრძო და დაბალი.

მასალა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]