კარაიკუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კარაიკუდი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°04′00″ ჩ. გ. 78°47′00″ ა. გ. / 10.06667° ჩ. გ. 78.78333° ა. გ. / 10.06667; 78.78333
ფართობი 13.75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 82±1 მეტრი
მოსახლეობა 106 714 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 4565
საფოსტო ინდექსი 630001
ოფიციალური საიტი http://www.municipality.tn.gov.in/karaikudi
კარაიკუდი — ინდოეთი
კარაიკუდი

კარაიკუდი - დიდი მუნიციპალიტეტი სივაგანგაის რაიონში, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. 2011 წლის აღწერის მიხედვით, შტატის 21-ე უდიდესი ურბანული აგლომერაცია. არის ე.წ. ჩეტინადის ნაწილი. მუნიციპალიტეტად ტამილნადუს მთავრობამ გამოაცხადა.

ქალაქი კარაიკუდის მუნიციპალიტეტის სტატუსით იმართება. მუნიციპალიტეტის ფართობი 100 კმ2-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 181 851 ადამიანს შეადგენს (90 799 კაცი და 91 052 ქალი). მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის: კარაიკუდი, კანადუკათანი, კანდანური, კოტაიური, პალათური, პუდუვაიალი და სანკარაპურამი.

ქალაქი ცნობილია კარაიკუდის კანდანგის სარებით, რომელიც სარის სპეციალური ტიპია და ამ ტერიტორიაზე ქსოვენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადუკათჰანის სასახლე

ქალაქს მცენარე კარაიდან მომდინარეობს, რომელიც ანტიკურ ლიტერატურაში კარაიკუდად მოიხსენიებოდა. ქალაქი XIX საუკუნეში დაარსდა. უძველესი ნაგებობა კოპუდაია ნაიაგი ამანის ტაძარია.[1] 1927 წელს მაჰათმა განდი ორჯერ გამოვიდა სიტყვით.[2][3] 1919 წელს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კარაიკუდში სუბრამანია ბჰარათი იმყოფებოდა.[4] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქში სამრეწველო სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა.[1] კარაიკუდი და მიმდებარე ტერიტორიები ზოგადად „ჩეტინადად“ მოიხსენიება.[5][6] ჩეტინადი სივაგანგაისა და პუდუკოტაის რაიონების 73 სოფელსა და 2 ქალაქს მოიცავს, რომლებიც 1 550 კმ² ტერიტორიაზე გაშლილ კლასტერს ქმნიან. კარაიკუდი ჩეტინადის უდიდესი ქალაქია. იგი და მიმდებარე ტერიტორიები უნიკალური ადგილებითა და ჩეტინადის არქიტექტურითაა ცნობილი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაიკუდი სივაგანგაის რაიონში მდებარეობს. ქალაქს ტრიჩი-რამესვარამის გზატკეცილი კვეთს. სამხრეთ კარაიკუდში მდინარე თენარი მიედინება. ქალაქის კოორდინატებია: ჩრ. გ. 10.07° და აღ. გ. 78.78°. კარაიკუდის საშუალო სიმაღლეა 82 მეტრი. ქალაქის რელიეფი მეტწილად ვაკეა. მთიანი ადგილები კარაიკუდის ირგვლივაა. შედარებით მეტი კლდე დასავლეთ ნაწილშია. ნიადაგი რთული წითელი ლატერიტული ტიპისაა და მოსავლის მოყვანისთვის არ არის ხელსაყრელი.[7] საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 34 °C-ია (93 °F), ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა ― 24 °C (75 °F). ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 920 მმ-ს უდრის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეტინადის სამზარეულო, რომელიც კარაიკუდის მიდამოებში წარმოიშვა

2011 წლის აღწერის მიხედვით, კარაიკუდის მოსახლეობა 181 125 ადამიანს შეადგენს. 1 000 ქალზე 1 000 კაცი მოდის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (929) მაღალია.[8] 19 619 ბავშვი 6 წლამდე ასაკის კატეგორიას მიეკუთვნება (10 405 კაცი და 10 214 ქალი). ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა (83.9%) ინდუიზმის მიმდევარია, 11.39% ― ისლამის, 4.3% ― ქრისტიანობის, 0.05% ― ჯაინიზმის, 0.01% ― სიქიზმის.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოწინავე ტაძრებს შორის აღსანიშნავია: კარაიკუდი-ნაგარა-სივან-კოვილი, რომელიც კარაიკუდის ცენტრში მდებარეობს. იგი დრავიდული ტაძრის არქიტექტურის შესაბამისად ნაგარათარებმა ააშენეს;[9] კოპუდაიია-ამან-კოვილი;[10] არიაკუდი-თირუვენგამუდაიანის ტაძარი,[11] ვიშნუს ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი ჩეტინადის რეგიონში; კარპაკა ვინაიაკარის ტაძარი, თირუმაიამის ფორტი, ათასი ფანჯრის სახლი და სხვ. კარაიკუდის ირგვლივ წარმოიშვა ცნობილი ჩეტინადის სამზარეულო.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაიკუდი სივაგანგის რაიონის განვითარებადი ურბანული ცენტრია.[12][13] რეგიონის უნიკალური არქიტექტურული სტილის ასაღიარბელად, იუნესკომ სივაგანგის რაიონში ჩეტინადის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმის შექმნის იდეა წამოაყენა.[14]

რეგიონში ქალები პალმის ფოთლებისგან კალათებს ქსოვენ, რომელიც ჩეტინად კოტანის სახელწოდებითაა ცნობილი. კალათები უნიკალური სილითა და ფერებითაა გამორჩეული და 2013 წელს გეოგრაფიულ აღნიშვნებსაც ტოვებდნენ მათზე.[15][16] რეგიონში წარმოებული პოპულარული სარია ჩეტინად კანდანგი.

კარაიკუდის ქვეურბანული რეგიონია პუდუვაიალი და პალათური, სადაც ბრინჯისა და ქაღალდის 250-მდე საწარმოა და ქალაქის სავაჭრო და კომერციული ეკონომიკური ზრდის ტერიტორიას წარმოადგენს. მას ხშირად ტამილნადუს ბრინჯის მეორე ფიალას უწოდებენ.

ათანგუდის ფილები, მოზაიკური ცემენტის ფილებია, რომლებიც ქალაქის სახლების ასაგებად გამოიყენება და ხელსაქმის მრეწველობის წყაროსაც წარმოადგენს.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Historical Moments. Karaikudi Municipality (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-05. ციტირების თარიღი: 2013-08-08
  2. Mahatma Gandhis Message on Khadi. Bombay Sarvodaya Mandal / Gandhi Book Centre, 299, Tardeo Road, Nana Chowk, Bombay 400007 India. ციტირების თარიღი: 23 July 2013
  3. Pushpa Joshi (2002) Gandhi on Women: Collection of Mahatma Gandhi's Writings and Speeches on Women, Navajivan Publishing House, ISBN 8172293143
  4. Malarmannan article on Madhabhimana Sangam in Thinnai e-zine, 17 Jan 2011, [1] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  5. (1930) Government of Burma 1930a, Report of the Burma Provincial Banking Enquiry Committee, 1929-30, Volume I: Banking and Credit in Burma, Rangoon. Superintendent of Government Printing. 
  6. P., Siegleman (1962). Colonial Development and the Chettyar: A Study in the Ecology of Modern Burma, 1850-1941, unpublished doctoral dissertation. University of Minnesota. 
  7. Karaikudi Municipal Council. General info on the KMC. Department Of Municipal Administration And Water Supply. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 20 July 2011
  8. Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
  9. Very well maintained Sivan temple - Reviews, Photos - Sivan Koil - Tripadvisor.
  10. Koppudai Amman Temple - Karaikudi | Koppudai Amman Temple Photos, Sightseeing -NativePlanet.
  11. S., Prabhu (2019-11-07). „Ariyakudi: where the deity appeared for His devotee“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2019-11-09.
  12. Rangarajan, R.S. „Heritage Tourism-BL Print Edition 2/2/2006“. The Hindu. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
  13. Architectural Heritage Safeguard. World Monuments Fund, 350 Fifth Avenue, Suite 2412, New York, NY. ციტირების თარიღი: 31 July 2013
  14. District Administration supports heritage museum. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-04. ციტირების თარიღი: 2 August 2013
  15. Government of India 2011, Geographical Indications Journal No. 38, Geographical Indications Registry, Intellectual Property Rights Building, GST Road, Guindy, Chennai 600032, India
  16. Sivaraman, R. „GI tag“. The Hindu. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
  17. Varanashi, Sathya Prakash. „Legacy of Athangudi tile“. The Hindu. ციტირების თარიღი: 4 August 2013.