კამენსკ-შახტინსკის სამოქალაქო და დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამენსკ-შახტინსკის სამოქალაქო და დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი
რუს. Мемориальный комплекс «Героям гражданской и Великой Отечественной войны»
კოორდინატები 48°19′26″N 40°16′06″E / 48.324005° ჩ. გ. 40.268444° ა. გ. / 48.324005; 40.268444
მდებარეობა კამენსკ-შახტინსკი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი ლ. კუზნეცოვი
მოქანდაკე ა. ჯლაუხიანი, ი. შუბინი
დასრულების თარიღი 1971
გარე სურათები
კამენსკ-შახტინსკის სამოქალაქო და დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი

კამენსკ-შახტინსკის სამოქალაქო და დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი (რუს. Мемориальный комплекс «Героям гражданской и Великой Отечественной войны») — მემორიალური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, გაიხსნა 1971 წლის 9 მაისს. მემორიალის ავტორები არიან: არქიტექტორი ლ. კუზნეცოვი და მოქანდაკეები - ა. ჯლაუხიანი და ი. შუბინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საბჭოთა დეკრეტების საფუძველზე დონის კაზაკობა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე გადაიყვანეს. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ კაზაკები დაუბრუნდნენ თავის სოფლებს. რიგითი კაზაკების მიწები, მიწის დეკრეტის საფუძველზე, ხელუხლებელი დარჩა. კაზაკებს თავდაპირველად არ სურდათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა.

1918 წლის იანვარში სტანიცა კამენსკაიაში გაიმართა ფრონტის კაზაკური პოლკების წარმომადგენელთა ყრილობა. ყრილობის დელეგატებმა აირჩიეს დონის კაზაკების სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც დონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. 1920 წლამდე სტანიცა კამენსკაია შედიოდა დონის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ამავე წლებში ნოვოჩერკასკში ჩამოყალიბდა მთავრობა ალექსეი კალედინის მეთაურობით. დონის კაზაკებმა ომი გამოუცხადეს კალედინის მთავრობას და აირჩიეს საოლქო სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, რომლის სათავეში ჩადგა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ფიოდორ პოდტიოლკოვი და ასევე პირველი მსოფლიო ომის მონაწილე მიხაილ კრივოშლიკოვი. ამ პერიოდში დონში დაიწყო სამოქლაქო ომი. ომი მიმდინარეობდა წითელ არმიასა და ვასილი ჩერნეცოვის თეთრგვარდიელებს შორის. მათ შორის ბრძოლა გაიმართა 21 იანვარს.

1919 წლის ზამთარში სამოქალაქო ომმა დონის მიწაზე მიიღო სასტიკი ხასიათი. 1920 წელს დონის მიწაზე საბოლოოდ დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. სტანიცა კამენსკაიამ 1927 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი და სახელწოდება კამენსკი.

დიდი სამამულო ომის პერიოდში 1942 წლის 19 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ქალაქი კამენსკი გერმანული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ახალგაზრდა კამენსკელები მონაწილეობდნენ კრასნოდონის იატაკქვეშა ორგანიზაციის „ახლაგაზრდა გვარდიის“ რიგებში, მათ შორის: შურა ბონდარევი, სტეფანე საფონოვი და ვასილი გუკოვი.

ოკუპაციის პერიოდში გერმანელებმა დახოცეს 1 500 კამენსკელი მოაქლაქე. კამენსკში დაიღუპა ასევე კრასნოდონელი ახალგაზრდა გვარდიელი სტეფანე საფონოვი.

1943 წლის 20 იანვარს ქალაში შევიდნენ წითელი არმიის ნაწილები. მათ 13 თებერვლისთვის ქალაქი გაათავისუფლეს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო და დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალური კომპლექსი გაიხსნა 1971 წლის 9 მაისს. მემორიალის ავტორები არიან:არქიტექტორი ლ. კუზნეცოვი და მოქანდაკეები ა. ჯლაუხიანი და ი. შუბინი.

მემორიალი მდებარეობს ქალაქის ცენტრში შრომის მოედანზე და მოიცავს რამდენიმე სკულპტურულ ჯგუფს. კერძოდ: სამი ფეხზე მდგომი ჯარისკაცი, ბეტონის სტელა, კვარცხლბეკზე მდგარი ტანკები Т-34 და Т-70, ფილები დაღუპულთა სახელებით, ასევე ვარსკვლავის ფორმის ფილა მუდმივი ცეცხლით.

მემორიალის ტერიტორია კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]