კამანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამანია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ირაგა
სახეობა:  კამანია
ლათინური სახელი
Anthemis candidissima Willd.ex Spreng.

კამანია (ლათ. Anthemis candidissima) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც აქვს ვერცხლისფრად შებუსული, ღერო – 5-15 სმ-მდე სიმაღლის, იშვიათად – მარტივი, უფრო ხშირად ფესვის ყელიდანვე დატოტვილი. ფოთლები მოყვანილობით მოკლეკვერცხისებურია, ორჯერ ან სამჯერ ფრთისებურად დანაკვთული. კალათები – მატყლის მსგავსი შებუსვით. ენისებური ყვავილები თეთრია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – მშრალ ქვიან ფერდობებზე და ნახევარუდაბნოებში, არიდულ ტყეებში. გავრცელებულია მესხეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]