ირაგა
იერსახე
| ირაგა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Anthemis | ||||||||||||
| ||||||||||||
ირაგა (ლათ. Anthemis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია.
150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში — 19, აქედან 3 საქართველოს ენდემია, 2 — კავკასიისა.
სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბალპური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი — ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 206.