კამალაშილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამალაშილა დაიბადა 740 წელს ინდოეთში. შანტარაკშიტას ერთ-ერთი პირველი მოწაფე, ნალანდას უნივერსიტეტის მე-12 აბატი. ის ცნობილი იყო მედიტაციაზე თავისი მოძღვრებით. გარდაიცვალა ტიბეტში 795 წელს.

კამალაშილა — ინდოელი ბუდისტი ფილოსოფოსი, წინასწარმეტყველი ტიბეტში, VIII სს, შანტარაკშიტას მემკვიდრე.

კლასიკური ინდური მაჰაიანას თვალსაჩინო წარმომადგენლის, შანტარქშიტას მოძღვრებისა და თარგმანების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მის სწავლებებს — აჩარია-ბოდჰისატვას შესახებ და ჩინურ (და ზოგიერთ კორეულ) ჰეშანს შორის არსებობს სერიოზული და ზოგჯერ, შეურიგებელი წინააღმდეგობაც. კამალაშილას, როგორც შანტარაკშიტას მემკვიდრეს და ასევე, ჩინელ ბერებს ჰყავდა მრავალრიცხოვანი მიმდევარი ტიბეტური არისტოკრატიიდან — სასახლის დიდებულთა და სამეფო ოჯახის წევრთა შორის. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა იმის გაგება, თუ ბუდიზმის რომელი ვერსიაა ჭეშმარიტი და უფრო თანმიმდევრული ბუდას სწავლებებთან.

ეს საკითხი მოაგვარეს ტრადიციულ ინდური მეთოდის დისპუტის ორგანიზებით. დისპუტზე ინდურ მხარეს წარმოადგენდა თავად კამალაშილა, ხოლო ჩინურს - ჰეშანი (აღნიშნული ტიტული ამ შემთხვევაში ტიბეტურ წყაროებში აღიქმება, როგორც სახელი) მაჰაიანა. დისპუტი (დისკუსია) შედგა სამიეს მონასტერში. მისი ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ ასახელებენ 790 წელს.

ტრადიციული ტიბეტური წყაროების მიხედვით, დისკუსია დასრულდა კამალაშილას სრული ტრიუმფით. მოწინააღმდეგე მხარემ დამარცხებას ვერ გაუძლო და ბევრმა მათგანმა თვითმკვლელობაც კი სცადა. ამ მოვლენის სემდეგ. მეფემ აკრძალა ჩინური ბუდიზმის ქადაგება და საბოლოოდ, ტიბეტი გადაიქცა კლასიკური ინდური ბუდიზმის მაგალითად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hanson-Barber, A. W. (1985), "'No-Thought' in Pao-T'ang Ch'an and Early Ati-Yoga", Journal of the International Association of Buddhist Studies, 8 (2): 61–73
  • Tucci, G. and Heissig, W. (1970). Die Religionen Tibets und der Mongolei. Stuttgart.
  • Yamaguchi, Zuihō (1997), The Core Elements of Indian Buddhism Introduced into Tibet'. In: Jamie Hubbard and Paul L. Swanson (ed.), Pruning the Bodhi Tree: The Storm over Critical Buddhism, Honolulu: University of Hawai'i Press, ISBN 978-0-8248-1949-1