კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°17′21″ ჩ. გ. 40°31′47″ ა. გ. / 48.28917° ჩ. გ. 40.52972° ა. გ. / 48.28917; 40.52972
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კალიტვენსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ი. სტაროვი
თარიღდება 1809-1833

კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია კალიტვენსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ქვით ნაშენი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, რომელიც მდებარეობს როსტოვის ოლქის სტანიცა კალიტვენსაკაიაში ააგეს დაახლოებით 1809-1833 წლებში, არქიტექტორ ი. სტაროვის პროექტის მიხედვით. ეკლესიის კურთხევა მოხდა 1833 წელს[1]. ტაძარი მდებარეობს ჩრდილოეთის დონეციდან 425 მეტრში. ტაძრის საკურთხეველი სამნაწილიანია, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია თაღებით.

ტაძარი აგებულია კლასიციზმის სტილში. ტაძრის კანკელი დამზადებულია იტალიელი ოსტატების მიერ. ეკლესიის კედლები მოხატულია. ტაძარი ააგეს მრევლის შემოწირულობით.

ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი:

1872 წელს კალიტვენსკაიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას გარშემო შემოავლეს ღობე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესია დაკეტილი იყო. მოგვიანებით შენობაში ორჯერ გაჩნდა ხანძარი. ომის შემდეგ ეკლესიას სასუქის საწყობად იყენებდნენ. 1980-იანი წლების ბოლოს ეკლესია აღადგინეს. 2006 წლიდან კი დაიწყეს ტაძრის გარემონტება.

ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ჭა, რომელიც ფართოდაა ცნობილი XIX საუკუნიდან, თავისი სამკურნალო თვისებები გამო.

ამჟამად ეკლესია მოქმედია. მიეკუთვნება შახტინის ეპარქიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]