კალაშნიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალაშნიკოვის სახლი
Дом Калашниковой
კოორდინატები 59°43′02″N 30°24′22″E / 59.71731° ჩ. გ. 30.406203° ა. გ. / 59.71731; 30.406203
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მოქანდაკე ა. პ. გომანი
თარიღდება 1881
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831571000

კალაშნიკოვის სახლი (რუს. Дом Калашниковой) — XIX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიული სახლი. აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში. მდებარეობს ქალაქ პუშკინში, მისამართი — მცირე ქუჩა სახლი № 29/11, ორანჟერეის ქუჩის კუთხეში. აგებულია 1881 წელს. პროექტის ავტორია ა. პ. გომანი. არის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწის ნაკვეთზე პირველი მშენებლობის შესახებ ცნობილია 1820-იანი წლებიდან, როდესაც მასზე უკვე იდგა ორი ხის შენობა, უფრო დიდი კი — ქუჩის კუთხეში. მოგვაინებით მიწის ნაკვეთი იყიდა ვაჭრის ქვრივმა ეკატერინე თედორეს ასულმა კალაშნიკოვამ, რომელმაც ქუჩის კუთხეში ააშენა ახალი სახლი, რომელშიც განათავსა სასტუმრო. მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ ა. პ. გომანის პროექტის მიხედვით. სასტუმროს უწოდეს „ჩრდილოეთი“. 1884 წელს ეზოში არქიტექტორმა პ. პ. დეინეკომ ააშენა ახალი ორსართულიანი ქვის ფლიგელი, რომელსაც რუსული ასო Г-ს ფორმა აქვს (ამჟამინდელი მისამართი: მცირე ქუჩა, სახლი 31/9). მოგვიანებით ორივე სახლი დაიკავა პუშკინის ფოსტამ, რომელიც ახლაც იქაა განთავსებული. ე. თ. კალაშნიკოვა კიდევ ფლობდა ორ სახლს მცირე ქუჩაზე (სახლი 39 და 56), ისინი დაანგრიეს XXI საუკუნის დასაწყისში, ხოლო შემდეგ ხელახლა აღადგინეს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა გაფორმებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში, აქვს სამკუთხა ფრონტონი. პირველი სართული რუსტირებულია. ფანჯრები სანდრიკებითაა გაფორმებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 315—316. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]