კაზიმირა პრუნსკენე
იერსახე
კაზიმირა პრუნსკენე | |
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მარტი, 1990 – 10 იანვარი, 1991 | |
წინამორბედი | ვიტაუტას საკალაუსკასი |
მემკვიდრე | ალბერტას შიმენასი |
დაბადებული | 26 თებერვალი, 1943 ვასიულიშკესი, მესამე რაიხი |
პოლიტიკური პარტია | ლიეტუვის სახალხო კავშირი |
განათლება | ვილნიუსის უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ხელმოწერა |
კაზიმირა დანუტე პრუნსკენე (ლიეტ. Kazimira Danutė Prunskienė; დ. 26 თებერვალი 1943) — ლიეტუველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. ლიეტუვის პირველი პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (17 მარტი 1990 — 10 იანვარი 1991).
კაზიმირა დაიბადა სოფელ ვასიულიშკესში, მაშინ როდესაც ლიეტუვა ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1960-1965 წლებში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში სამრეწველო ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1990 წელს აირჩიეს ლიტვის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რომელსაც 11 მარტს ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სეიმი ეწოდა. ამავე წლის 17 მარტს გახდა ლიეტუვის პირველი დამოუკიდებელი მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1991 წელს გადადგა თანამდებობიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kazimiera Danutė Prunskienė დაარქივებული 2005-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Ministrė Kazimira Danutė Prunskienė დაარქივებული 2006-05-22 საიტზე Wayback Machine.