კავშირის განძი
იერსახე
კავშირის განძი — განძი აღმოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში სოფელ კავშირში. განძი შედგება 36 არაბული დირჰემისა და 2 სასანური დრამისაგან. 1924 წელს მხოლოდ მათი ერთი ნაწილი აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის კაბინეტში. მოგვიანებით ისინი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სასანური – ხოსრო II-ის (590–628) დროინდელი მონეტები;
- თაბარისტანის აბასიანი მმართველის, ომარ იბნ ალ-ალას დროს მოჭრილი თაბარისტანის ერთი 120 წლის (ჰიჯრით 155=771/772) მონეტა;
- ომაიანი ხალიფების – ვალიდ I-ის, სულეიმანის, ჰიშამის და იაზიდ III-ის – სახელით შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი დირჰემები: ჰორმუზი, დარაბჯერდი, საბური, ანდალუსი, ვასიტი (708–743);
- აბასიანი ხალიფების – ალ-მანსურის, ალ-მაჰდის, ჰარუნ ალ-რაშიდის, ალ-ამინისა და ალ-მამუნის – სახელით შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი დირჰემები: ქუფა, ბასრა, ბაღდადი, აბასია, ჯეი, მუჰამადია, კასრ-ას სალამი, ჰარუნაბადი, იფრიკია, არმინია, ზერენჯი, ბალხი, ნისაბური (754– 810). განძი ჩამარხული უნდა იყოს IX ს. მეორე ნახევარში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 460.
- დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009
- ლომოური თ., სასანურარაბული ფულების სამი კახური განძი, კრ.: ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2005
- ჯალაღანია ი., ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972