კავკასიური ონოსმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური ონოსმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ონოსმა
სახეობა:  კავკასიური ონოსმა
ლათინური სახელი
Onosma caucasica E.G.Levin, 1953

კავკასიური ონოსმა (ლათ. Onosma caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს მარტივი, ნაკლებად დატოტვილი, სწორი ან აღმავალი ღერო, რომელიც საკმაოდ სქლად არის მოფენილი მოკლე ბუსუსებითა და გაფარჩხული, ჯაგარივით ბეწვით. ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებური ფორმისაა, დაფარულია ნახევრად მიტკეცილი, ჯაგარივით ბეწვით. გვირგვინი მკრთალი ყვითელი ფერისაა ან მოთეთრო, წვრილბუსუსიანი. ყვავის მაისში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტოში.[1]

გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ქვიან ფერდობებზე, ნაშალებზე, კლდეებზე.[1]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოიცავს 2 ქვესახეობას:[2]

  • Onosma caucasica subsp. caucasica
  • Onosma caucasica subsp. oligotricha T.N.Popova

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 112.
  2. Onosma caucasica Levin | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021