კავკასიური ბზუალა (ლათ.Carabus scabrosus caucasicus) — მწერი ხეშეშფრთიანების (ხოჭოების) რიგის ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. ხორკლიანი ბზუალას ქვესახეობა.[1] 35–55 მმ სიგრძის ხოჭოა, ზურგი ლურჯი-იისფერი აქვს, ზოგჯერ მომწვანო შეფერილობის, მუცელი შავი, ბზინვარე, გვერდები კი — ლურჯი. დაფარულია უხეშნაოჭიანი ან მსხვილი მარცვლოვანი სტრუქტურით. ბინადრობს ზ. დ. 1500–1800 მ. გავრცელებულია კავკასიის, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის, ჩრდილოეთ ირანის რეგიონებში. ეტანება უმთავრესად ფართოფოთლოვან, იშვიათად – შერეულ ტყეებს, ასევე ბაღებსა და პარკებს. ბზუალა აქტიური მტაცებელია, იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვიმის ჭიებით, მწერებისმატლებით, მუხლუხებით. ხოჭო ეწევა ღამის ცხოვრებას, გამრავლების პერიოდში აქტიურია დღისითაც, განსაკუთრებით — გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. გვხვდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. იზამთრებენ ზრდასრული ხოჭოები, მატლები ვითარდებიან ზაფხულში. გადაშენების გზაზე მდგომი მწერია.[2]