კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმი
იერსახე
კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმი — კავკასიის ერთ-ერთი მთავარი გეოტექტონიკური ერთეული. ჩამოყალიბდა ალპური ტექტოგენეზისის დროს კავკასიონის გეოსინკლინის დანაოჭებისა და აზევების შედეგად. შედგება ცენტრალური აზევებისა და დასავლეთ და აღმოსავლეთ დაძირვის ზონებისაგან. ცენტრალური აზევების ზონა აგებულია ძლიერ დისლოცირებული კამბრიულისწინა, ქვედა- და შუაპალეოზოური მეტამორფული ქანებითა და პალეოზოური გრანიტოიდებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ დაძირვის ზონებში განვითარებულია ძირითადად ქვედა- და შუაიურული ასპიდური ფორმაცია და აგრეთვე (დასავლეღ დაძირვის ზონაში) ზედაიურულ-ცარცულ-ქვედაპალეოგენური ფლიშური ფორმაცია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამყრელიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 311.