კავალა
ქალაქი | |
---|---|
კავალა ბერძ. Καβάλα | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 40°56′22″ ჩ. გ. 24°24′24″ ა. გ. / 40.9395889° ჩ. გ. 24.4068694° ა. გ. |
ფართობი | 112.6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 53 მეტრი |
მოსახლეობა | 54 027 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 2510 |
საფოსტო ინდექსი | 65x xx |
კავალა (ბერძ. Καβάλα) — ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავალის რეგიონალურ ერთეულში. განლაგებულია კავალის უბის ნაპირზე, კუნძულ თასოსის სიახლოვეს. მაკედონიის რეგიონის უდიდეს ქალაქ სალონიკიდან დაშორებულია 160 კილომეტრით.
სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ანტიკური სახელია ნეაპოლისი (ახალი ქალაქი, როგორც მრავალი ბერძნული კოლონია). შუა საუკუნეებში ქალაქს სახელი შეეცვალა და ქრისტოპოლისი (ქრისტეს ქალაქი) ეწოდა.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის დღევანდელი სახელწოდების ეტიმოლოგია დავის საგანია. ზოგიერთი მას ქალაქის სიახლოვეს არსებულ ანტიკურ ბერძნულ სოფელ სკავალას უკავაშირებს. მოწინააღმდეგეების ნაწილი სახელის იტალურ (იტალ. cavallo კავალო - ცხენი) წარმომავლობაზე მიუთითებენ, ნაწილი კი ქალაქში ებრაული მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო ებრაული კაბალასკენ იხრება. ქალაქის მეტსახელია - ცისფერი ქალაქი.
ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგზაო ქსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპის ავტომაგისტრალი E90 კვეთს ქალაქს და კავალას სხვა მეზობელ ქალაქებთან აკავშირებს. ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ეგნატიის საავტომობილო გზა (A2). ქალაქში მოხვედრა ორი შესასვლელიდან არის შესაძლებელი; 'დასავლეთი კავალა' და 'აღმოსავლეთი კავალა'. კავალა კარგად განვითარებული ავტობუსის ქსელით (KTEL) დაკავშირებულია სალონიკთან და ათენთან.
აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კავალის ალექსანდრე დიდის საერთაშორისო აეროპორტი (კავალიდან 27კმ.) რეგულარულ რეისებს ასრულებს ათენში, აგრეთვე ჩარტერულ რეისებს ევროპის მრავალ ქალაქში.
პორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კავალა მრავალი საბორნე მარშრუტით დაკავშირებულია ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთში მდებარე ყველა კუნძულთან.
ავტობუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი დაკავშირებულია საბერძნეთის ყველა მსხვილ ქალაქთან, მათ შორის სალონიკთან და ათენთან. საავტობუსო ხაზებით ასევე დაკავშირებულია ყველა ადგილობრივ სოფელთან. მგზავრობის საფასური ძალიან დაბალია.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
-
მოხატული საფლავის ქვა, ძვ. წ. მე-4 საუკუნე (კავალის არქეოლოგიური მუზეუმი)
-
მუჰამედ ალი ეგვიპტელის ქანდაკება, ეგვიპტის შემოწირულობა
-
პანორამული ხედი
-
კავალის აკვედუკის ხედი
-
თამბაქოს მუნიციპალური საწყობი
-
სავაჭრო პალატა
-
Megali Leschi
-
ჰოლოკოსტის მემორიალი
ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
