კადამბა (დინასტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კადამბა)
კადამბა
ಬನವಾಸಿ ಕದಂಬರು


345 — 525
გერბი

კადამბა ინდოეთის რუკაზე.
დედაქალაქი ბანავასი
ენა კანადა, სანსკრიტი
რელიგია ინდუიზმი, ჯაინიზმი
მმართველობის ფორმა მონარქია

კადამბა (კანად. ಕದಂಬರು) — 345–525 წწ. ანტიკური ეპოქის ინდოეთის სამეფო დინასტია კარნატაკადან. მათი დედაქალაქი იყო ბანავასი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე უტარა-კანადას ოლქში. დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია მეფე კუკუშტავარმას დროს, რომელიც ფლობდა თანამედროვე კარნატაკას შტატის ტერიტორიებს, თითქმის მთლიანად.[1]

დინასტია დაარსდა მეფე მაიურაშარმანის მიერ 345 წელს. დინასტია მართავდა კარნატაკას შტატის დიდ ნაწილს და იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათთან ნათესაური კავშირი დაამყარეს თვით გუპტას იმპერიის მეფეებმა. კაკუსთჰავარმანის ერთ-ერთმა შთამომავალმა — მეფე შივაკოტმა, დაიღალა რა ომითა და სისხლისღვრით, აღიარა ახალი რელიგია ჯაინიზმი.

VI–XI ს.ს. კადამბა იყო უძლიერესი იმპერიების ჩალუკიას და რაშტრაკუტას ვასალური სამთავრო.

მმართველთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინასტიის ბანავასური შტო:
  • დაახლ. 345–365 წწ. მაიურაშარმანი (მაიურავარმანი), ბანდჰუშენას ძე
  • დაახლ. 365–390 წწ. კანგავარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 390–415 წწ. ბჰაგირათჰა, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 415–435 წწ. რაგჰუ, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 435–455 წწ. კაკუსთჰავარმანი, წინამორბედი მმართველის უმცროსი ძმა
  • დაახლ. 455–460 წწ. შანტივარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 460–475 წწ. შივა მანდჰატრი
  • დაახლ. 475–485 წწ. მრიგეშავარმანი, შანტივარმანის ძე
  • დაახლ. 485–519 წწ. რავივარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 519–530 წწ. ჰარივარმანი
ტრიპარვათჰასური შტო:
  • დაახლ. 455–475 წწ. კრიშნავარმან I
  • დაახლ. 475–485 წწ. ვიშნუვარმანი
  • დაახლ. 485–516 წწ. სიმჰავარმანი
  • დაახლ. 516–540 წწ. კრიშნავარმან II

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Encyclopaedia of Indian literature vol. 2, (1988) Sahitya Akademi, ISBN 81-260-1194-7
  • Dr. Suryanath U. Kamath, A Concise history of Karnataka from pre-historic times to the present, Jupiter books, 2001, MCC, Bangalore (Reprint 2002)
  • K.V. Ramesh, Chalukyas of Vatapi, 1984, Agam Kala Prakashan, Delhi ISBN 3987-10333
  • Chopra P.N., Ravindran T.K., Subrahmanian N. (2003), History of South India (Ancient, Medieval and Modern), Part 1, Chand publications, New Delhi ISBN 81-219-0153-7
  • Rice, B.L. [1897] (2001). Mysore Gazatteer Compiled for Government-vol 1. New Delhi, Madras: Asian Educational Services. ISBN 81-206-0977-8. 
  • Kadambas of Banavasi, Dr. Jyotsna Kamat. © 1996–2006 Kamat's Potpourri.
  • History of Karnataka – Kadambas of Banavasi, Arthikaje. © 1998-00 OurKarnataka.Com, Inc.
  • Indian Inscriptions. Archeological Survey Of India.
  • 5th century copper coin discovered at Banavasi. Deccan Herald.
  • „Halmidi village finally on the road to recognition“. The Hindu, Monday, November 3, 2003. Chennai, India.
  • India Opens Major Naval Base at Karwar. Defence Industry Daily.
  • Indian Coins, Dynasties of South India, Govindayara Prabhu. G.S Prabhu.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Moraes, George M. (1990). The Kadamba Kula: A History of Ancient and Mediaeval Karnataka. Asian Educational Services, გვ. 15–17, 30–49, 322–323.