ბანავასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბანავასი
ಬನವಾಸಿ
Banavasi Madhukeshwara temple.JPG
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი კარნატაკა
შიდა დაყოფა ოლქი
კოორდინატები 14°32′03″ ჩ. გ. 75°01′04″ ა. გ. / 14.53417° ჩ. გ. 75.01778° ა. გ. / 14.53417; 75.01778
მოსახლეობა 4 267 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 08384
ბანავასი — ინდოეთი
ბანავასი

ბანავასი (ინგლ Banavasi, კან. ಬನವಾಸಿ) — კარნატაკას სამხრეთ ინდური შტატის უტარა–კანადას ოლქის ძველი ტაძრების ქალაქი. შტატის ერთ–ერთი უძველესი ქალაქი. ცნობილია თავისი მადჰუკეშვარის ტაძრით, რომელიც აგებულია IX ს. და ეძღვნება ღვთაება შივას.

ბანავასი მდებარეობს ბანგალორედან 374 კმ–ზე, დასავლეთ გატების ტროპიკულ ტყეებში და მას სამი მხრიდან ესაზღვრება მდინარე ვარადჰა. ბანავასში განბითარებულია სოფლის მეურნეობა: გაშენებულია ბრინჯი, შაქრის ლერწამი, ანანასი, სხვადასხვა სუნელი.

2005 წ. მონაცემებით ბანავასის მოსახლეობა შეადგენდა 4267 ადამიანს.

ბანავასი იყო 345 წელს დაარსებული ძველინდური სამეფო დინასტიის კადამბას დედაქალაქი, რომელიც დაახლოებით ორასი წელი ფლობდა მას.

2006 არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს სპილენძის მონეტა კანადას ენაზე შესრულებული წარწერით.

საუკუნეების განმავლობაში ბანავასი წარმოადგენდა თეატრალური ხელოვნების – იაკშაგანას მნიშვნელოვან ცენტრი. ყოველი წლის დეკემბერში, აქ იმართება კარნატაკას შტატის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დიდებული კვების ფესტივალი – კადამბოტსავი. დღესასწაულის ნაწილს შეადგენს ხალხური ცეკვები, თეატრი, მუსიკალური კონცერტები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]