კადამბა (დინასტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კადამბას იმპერია

კადამბა – 345 – 525 წ.წ. ანტიკური ეპოქის ინდოეთის სამეფო დინასტია კარნატაკადან. მათი დედაქალაქი იყო ბანავასი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე უტარა–კანადას ოლქში. დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია მეფე კუკუშტავარმას დროს, რომელიც ფლობდა თანამედროვე კარნატაკას შტატის ტერიტორიებს, თითქმის მთლიანად.

დინასტია დაარსდა მეფე მაიურაშარმას მიერ 345 წელს. დინასტია მარტავდა კარნატაკას შტატის დიდ ნაწილს და იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათთან ნათესაური კავშირი დაამყარეს თვით გუპტას იმპერიის მეფეებმა. კუკუშტავარმას ერთ–ერთმა შთამომავალმა – მეფე შივაკოტმა, დაიღალა რა ომითა და სისხლისღვრით, აღიარა ახალი რელიგია ჯაინიზმი.

VI—XI ს.ს. კადამბა იყო უძლიერესი იმპერიების ჩალუკიას და რაშტრაკუტას ვასალური სამთავრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]