ნესვის ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პაპაია)
Jump to navigation Jump to search
ნესვის ხე
Carica papaya dsc07806.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Brassicales
ოჯახი:  პაპაიასებრნი
სახეობა:  ნესვის ხე
ლათინური სახელი
Carica papaya
დაცვის სტატუსი
Status none DD.svgen:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 20681422

ნესვის ხე, პაპაია (Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 მ აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს.

ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან იღებენ ფერმენტ პაპაინს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]