შინაარსზე გადასვლა

იცხაკ რაბინის მკვლელობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემორიალი რაბინის მკვლელობის ადგილზე

1995 წლის 4 ნოემბერს სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი მიტინგიდან დარუნებულ იცხააკ რაბინს სამი ტყვია ესროლეს. 40 წუთის შემდეგ იგი გარდაიცვალა მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფო ”იჰილოვში”. მისმა მკვლელმა, რელიგიური სასწავლებლის სტუდენტამ იგალ ამირმა თავისი ნამოქმედარი იმით ახსნა, რომ ”იცავდა ისრაელის ერს ოსლოს ხელშეკრულების პირობებისგან. 1996 წლის 27 მარტს სასამართლომ იგალ ამირს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.

რაბინის მკვლელობამ შეძრა მთელი ცივილიზებული სამყარო, მის დაკრძალვაზე ჩამოვიდა მსოფლიოს უამრავი ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და იორდანიის მეფე ჰუსენი .

რაბინი დაკრძალულია ჰერცლის მთაზე იერუსალიმში.