იფხის რელიეფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იფხის რელიეფები — კულტულური მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, სვანეთში, მესტიის მუნიციპლაიტეტის სოფელ იფხში. იფხის ეკლესიის აღმოასვლეთი ფასადზე, კეხში მოცემულია რელიეფური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ჯიხვის თავის გამოსახულება, გვერდით დათვი უნდა იყოს გამოსახული, რომლის თავი დაზიანებულია (მომტვრეული აქვს ყურები, დაზიანებულია ცხვირის ნაწილი და ა.შ.) მეორე მხარეს წარმოდგენილი უნდა იყოს ვერძის ფიგურა, რომელიც ახლა მოტეხილია და ჩაყოლებულია ეკლესიაში, საკუთხევლისწინა ჯვრის კვარლხბეკში. ჯიხვის გამოსახულებას შორის ორი, სრულად ბრტყელი რელიფით გამოსახული ხელის მტევანია მოცემული, რომლებიც ცენტრისკენ მიმართულნი არიან წარმოდგენილი, ისინი თითქო ცენტრისკენ მიუთითებენ. კომპოზიციის ზევით, ცენტრში ასრულებს სამი ერთმანეთზე გადასული წრის გამოსახულება, რომელიც ფონზე ჩაჭრილი ხაზებითაა გამოყვანილი. კომპოზიცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, მაგრამ საბოლოოდ ერთიანდება ცენტრში მოთავსებული ჯიხვის მეშვეობით. გვერდით განთავდებული სკულტპურული გამოსახულებანი: დათვის თავი, ხელის მტევნები აწონასწორებენ მთლიან კომპოზიციას, ხოლო ზევით “დასმული” წრეები ერთგვარად ასრულებენ კიდეც მთელს კომპოზიციას და მსუბუქ აქცენტს სვამს მასზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/stoneengrave/stoneengraveMembershipObject?id=2