შინაარსზე გადასვლა

იუსუფოვის ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუსუფოვის ბაღი (რუს. Юсуповский сад) — ბაღი სანქტ-პეტერბურგში.

9 ჰა მიწის ნაკვეთი მდინარე ფონტანკასა და სადოვაიის ქუჩას შორის პეტრე I-მა 1724 წელს საჩუქრად გადასცა თავად გრიგორ იუსუფოვს. მოგვიანებით მისმა შვილმა გააშენა რეგულარული ბაღი ორი ჭაობით, არხებითა და ყვავილნარით. 1730 წელს კი ამ მიწის ნაკვეთზე ააშენეს ხის ერთსართულიანი სახლი, რომლის პროექტიც შეიმუშავა დომენიკო ტრეზინიმ.

1790-იან წლებში ნ. იუსუფოვმა არქიტექტორ ჯაკომო კვარნეგის დაუკვეთა კარ-მიდამოს მოწყობა. მან გადააკეთა სასახლე და დააგეგმარა ბაღი.

1810 წელს კარ-მიდამო შეიძინა ხაზინამ, ხოლო მოგვიანებით გადასცეს რუსეთის კომუნიკაციების სამმართველოს. პარკში მოაწყვეს ორანჟერეა და შადრევნები.

1863 წლის გაზაფხულზე იმპერატორმა ალექსანდრე II-მ უბრძანა იუსუპოვის ბაღის ნაწილის გახსნა დამთვალიერებლებისათვის. ამისათვის სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილი მკაცად გამიჯნეს ერთმანეთისაგან. სამხრეთის ნაწილში განათავსეს ორი ჭაობი კუნძულებით, რომელიც ერთმანეთს უკავშირდებოდა ჯაჭვის ხიდებით, ხოლო ნაპირს ხის ხიდებით.

ზამთრით ბაღი არ მუშაობს. შობის დღესასწაულზე ბაღში მასობრივი სეირნობა იმართება.

იუსუპოვის ბაღმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთში ფიგურული სრიალის განვითარებაში. აქ გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. ბაღის ფიგურული სრიალის სკოლაში სწავლობდა ნიკოლაი პანინ-კოლომენკინი, პირველი რუსი ოლიმპიური ჩემპიონი.

საბჭოთა პერიოდში პარკს ერქვა „ოქტომბრის რაიონის საბავშვო პარკი“. 1955 წელს აქ დადგეს ვ. ლენინის ძეგლი. 1990 წელს კი ბაღს დაუბრუნეს ისტორიული სახელი, ხოლო ლენინის ძეგლი მოშალეს.

ამჟამად ბაღი ეკუთვნის იმპერტორ ალექსანდრე I-ის სახელობის კომუნიკაციების უნივერსიტეტს.

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. *В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]