იური კუზნეცოვი (პოეტი)
იური კუზნეცოვი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 11 თებერვალი, 1941 |
დაბადების ადგილი | ლენინგრადსკაია |
გარდაცვალების თარიღი | 17 ნოემბერი, 2003 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ტროეკუროვის სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მთარგმნელი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჟანრი | ლექსი, პოემა, მოთხრობა და ესე |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
იური კუზნეცოვი (რუს. Юрий Поликарпович Кузнецов; დ. 11 თებერვალი, 1941, — გ. 17 ნოემბერი, 2003) — რუსი პოეტი და მთარგმნელი. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი. სსრკ მწერალთა კავშირის წევრი 1974 წლიდან.
ლექსებისა და პოემების კრებულებში „ავდარი“ (1966), „გზაზე გამოსვლისას, სულმა უკან მოიხედა“ (1978), „რუსული კვანძი“ (1983), „სული ერთგულია იდუმალ ზღვრამდე“ (1986) ჩანს რთული ხატოვნება, სლავური წარმართული მითოლოგიის მოტივების მოქცევა პუბლიცისტურ შეთანხმებასთან. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით, ესენინის პრემიით, ლერმონტოვის პრემიითა და სხვა. რსფსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1990).