იური ბარამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იური ბარამიძე
268449725.jpg
დაბადების სახელი იური შერმადინის ძე ბარამიძე
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1931
ზემო სურები, ჩოხატაურის რაიონი, სსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 2019 (88 წლის)
თანიანთკარი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინოოპერატორი
აქტიური 1953-დან
ჯილდოები საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლომონოსოვის პრემია

იური (იურა) შერმადინის ძე ბარამიძე (დ. 26 აპრილი, 1931, სოფ. ზემო სურები, დღ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 2019, თანიანთკარი) — ქართველი დოკუმენტური კინოს ოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა. 9 თვე სწავლობდა პლეხანოვზე არსებულ კინოსტუდიაში.[1] 1953 წლიდან მუშაობდა კინოში. მისი გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: „დარტყმა ღრუბლებზე“ (1961; მიიღო ლომონოსოვის პრემია), „ობსერვატორია მთებში“ (1962), „ჯიხვი იცვლის ბილიკს“ (1964), „ვარძია“ (1967), „კლდის ვეფხვი“ (1968), „საქართველოს ფლორა და ფაუნა“ (1970), „აბრეშუმი“ (1972), „არ დაიდარდო, დედაო...“ (1975), „კაცობრიობის გაზაფხული“ (1975), „მირზა გელოვანი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976), „კვალი ნათელი“ (1978), ფილმი-დილოგია („ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ და „პირველად იყო სიტყვა“, 1983, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985), „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „შორიელთა სიახლოვე“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად).

სიცოცხლის ბოლო წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თანიანთკარში ცხოვრობდა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]