იუოზას თუმას-ვაიგანტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იუოზას თუმას-ვაიგანტასი
Vaižgantas in 1923.jpeg
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1869
კოვნოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი, 1933 (63 წლის)
კაუნასი, ლიეტუვა
ეროვნება ლიეტუველი
მოქალაქეობა ლიეტუვა
განათლება კაუნას მღვდლის სემინარია
საქმიანობა
  • მღვდელი
  • მწერალი
  • აქტივისტი

იუოზას თუმასი აგრეთვე ცნობილია როგორც ვაიგანტასის სახელით (დ. 1869 წლის 20 სექტემბერი, კოვნოს გუბერნია, რუსეთის იმპერია1933 წლის 29 აპრილი, კაუნასი, ლიეტუვა) — ლიეტუველი კათოლიკე მღვდელი და აქტივისტი ლიეტუვის ეროვნული აღორძინების პერიოდში. იგი იყო მწერალი, ცხრა პერიოდული გამოცემის რედაქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი საზოგადოებისა და ორგანიზაციის წევრი. მის ნამუშევრებში შედის რომანი Pragiedruliai (ღრუბლის გაწმენდა) და მოთხრობა Dėdės ir dėdienės (ბიძები და მამიდები), რომელიც დაწერილი იყო ჩვეულებრივი სოფლის ხალხზე.

იუოზას თუმას-ვაიგანტასი ლიეტუველი გლეხების ოჯახში დაიბადა და განათლება მიიღო დაუგავილის (დღევანდელი ლატვია) გიმნაზიაში და კაუნას სემინარიაში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლიეტუვის პრესაში, რომელიც შემდეგ ცარიზმის ხელისუფლებამ აკრძალა, 1890 წელს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუოზას თუმას-ვაიგანტასი დაიბადა სვედასის ჩრდილოეთით, სოფელ მალეიჩიაიში[1] გლეხის ოჯახში, რომელსაც გააჩნდა 24 დესიატინის მიწა. იუოზას თუმას-ვაიგანტასი ათი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ მხოლოდ ის და ოთხი და-ძმა მივიდნენზრდასრულ ასაკამდე. თუმასი დაიბადა 8 სექტემბერს რელიგიურ დღესასწაულზე. დედამ, 45 წლის ასაკში, ეს ყველაფერი იმის ნიშნად მიიღო, რომ იუოზას თუმას-ვაიგანტასი მღვდელი უნდა გამხდარიყო.[2] ხუთი წლის ასაკში, თუმასმა მიიღო დასტური ეპისკოპოს მოტიეხუს ვალანშიუსისგან კაუნასში.[3] მან დაწყებითი საფეხური დაასრულა კუნიგიშკიაიში. მას ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონდა და მასალის გააზრების გარეშეც შეეძლო მასალის გამეორება. 1881 წლის შემოდგომაზე მან შეძლო მისაღები გამოცდების ჩაბარება დაგავპილსის გიმნაზიაში, სადაც 150 აპლიკანტიდან 50-მდე სტუდენტი მიიღეს. ოთხ წლიანი სწავლის შემდეგ, მშობლებმა მას მოუწოდეს გადასულიყო კაუნას მღვდლის სემინარიაში, მაგრამ მან გადაწყვიტა სწავლის დასრულება და ფულის შოვნა კერძო გაკვეთილების ჩატარებით.

სამსახური და ცხოვრება სწავლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმასი 1894 წელს

იუოზას თუმას-ვაიგანტასი მღვდლად აკურთხეს 1893 წელს და მითაუში გაგზავნეს (დღევანდელი ჯელგავა, ლატვია). 1895 წელს იუოზას თუმას-ვაიგანტასი გადავიდა მოსედისში, ჩრდილო – დასავლეთ ლიეტუვაში. მან მოაწყო ტივინის სარგას გამოცემა. მის ძმას, იონას, აკრძალული პუბლიკაციები მოჰქონდა და სამწლიანი პატიმრობა და ორი წლით გადასახლება მიუსაჯეს. თუმასი ეჩხუბებოდა უფროსებს და ხშირად გადაჰყავდა სულ უფრო შორეულ სამრევლოებში. ამასთან, 1906 წელს სამოგიტიისა და ვილნიუსის ეპისკოპოსები შეთანხმდნენ და თუმას ვილნიუსში გადასვლის უფლება მისცეს პეტრას ვილეიშისის მიერ გამოცემულ გაზეთ Vilniaus žinios– ის რედაქტორად. იუოზას თუმას-ვაიგანტასი გაზეთშო მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ დარჩა ვილნიუსში, როგორც ანტანას სმეტონასთან თანადამფუძნებელი Viltis. ეს ახალი კულტურული გაზეთი შეიქმნა იმისთვის, რომ გაერთიანდებულიყვნენ კონსერვატიული კათოლიკე სასულიერო პირები და უფრო ლიბერალური ინტელიგენცია ლიეტუველების საკეთილდღეოდ. ლიეტუვური ენის ჩახშობის გამო ვილნიუსის ეპარქიის მიმართ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თუმასი გადაასახლეს ლაიშუვაში 1911 წელს. ამავე წელს, მან კონსტანტინა ოლჩაუსკასთან ერთად, დაათვალიერა ლიეტუვურ-ამერიკული თემები, რომლებიც აგროვებდნენ შემოწირულობებს საულის საზოგადოების შტაბის მშენებლობისთვის. პირველი მსოფლიო ომის დროს, თუმასი გადავიდა რიგაში და დაარედაქტირა Rygos garsas. როგორც ლიეტუვის ომის მსხვერპლთა დახმარების საზოგადოების წევრი, მან ორგანიზება გაუწია დახმარებას ლიეტუველი ლტოლვილებისთვის. 1917 წელს, როგორც ეროვნული პროგრესის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იუოზას თუმას-ვაიგანტასი დაესწრო პოლიტფერფერენციებს პეტროგრადში, კიევსა და სტოკჰოლმში.

იუოზას თუმას-ვაიგანტასი გარდაიცვალა 1933 წლის 29 აპრილს, კაუნასში, ლიეტუვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dambrauskas-Jakštas, Aleksandras (1930). Užgesę žiburiai (PDF) (in Lithuanian). Lietuvių katalikų mokslo akademija. OCLC 492798171.
  2. Juozas Tumas Vaižgantas (in Lithuanian) (3rd ed.). Vilnius: Vaga. ISBN 5-415-00658-3.
  3. Merkelis, Aleksandras (1989) [1934]. Juozas Tumas Vaižgantas (in Lithuanian) (3rd ed.). Vilnius: Vaga. ISBN 5-415-00658-3.