იუნგფრაუიოხის უღელტეხილი
იერსახე
| იუნგფრაუიოხის უღელტეხილი | |
|---|---|
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი | |
| კოორდინატები: 46°32′55″ ჩ. გ. 7°58′59″ ა. გ. / 46.54861° ჩ. გ. 7.98306° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 3471 მ |
| ქედი | ბერნის ალპები |
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი (გერმ. Jungfraujoch) — უღელტეხილი ბერნის ალპებში. სიმაღლე 3471 მ. აკავშირებს იუნგფრაუსა და მენხის მწვერვალებს. უნაგირა დაფარულია ფირნითა და ყინულით. უღელტეხილიდან იშლება ხედი ალპების ყველაზე გრძელ მყინვარზე — ალეჩზე. 600 მ-ის მოშორებით აღმართულია ეგრეთ წოდებული „სფინქსი“ — კლდოვანი პიკი, რომლის სიმაღლეა 3571 მ. მასზე გაშენებულია მეტეოსადგური. იუნგფრაუიოხის უღელტეხილის გავლით გაჭრილია იუნგფრაუს სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეა 9 კმ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იუნგფრაუიოხის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.- იუნგფრაუიოხის უღელტეხილი დაარქივებული 2012-06-24 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)