იუნგფრაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუნგფრაუ

იუნგფრაუ

კოორდინატები: 46°32′12″ ჩ. გ. 7°57′45″ ა. გ. / 46.536806° ჩ. გ. 7.962639° ა. გ. / 46.536806; 7.962639

მდებარეობა დროშა: შვეიცარია შვეიცარია
სიმაღლე 4158 მ
ქედი ბერნის ალპები

იუნგფრაუ მდებარეობა შვეიცარია

Mountain sign.svg

იუნგფრაუ (გერმ. Jungfrau, ქალწული) — მწვერვალი ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 4158 მ. მწვერვალ ეიგერსა და მენხთან ერთად ქმნის მასიურ კედელს, რომელიც მიიჩნევა შვეიცარიის ალპების ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ღირსშესანიშნაობად. აღმართულია ვალესა და ბერნის კანტონების საზღვარზე. ფინსტერაარჰორნისა და ალეჩჰორნის შედეგ სიმაღლით მესამე ადგილზეა ბერნის ალპებში. იუნგფრაუს გასწვრივ ლანდშაფტი მეტად კონტრასტულია. სიახლოვეს მდებარეობს იუნფრაუიოხის უღელტეხილი. პირველი ასვლა განხორციელდა 1811 წელს, აღმოსავლეთი მხრიდან. მწვერვალი დაიპყრეს ძმებმა რუდოლფ და იერონიმ მაიერებმა. 1865 წელს ინგლისელები ავიდნენ დასავლეთი მონაკვეთიდან. იუნგფრაუ მოქცეულია იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორიის სივრცეში.

1896-1912 წლებში აქ მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც იუგფრაუს რკინიგზა ეწოდა. მისი სიგრძეა 9 კმ, რომელთაგან გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გვირაბშია მოქცეული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]