იულია მაესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იულია მაესა
Julia Maesa antoninianus 2.png
მონეტა იულია მაესას გამოსახულებით
დაბადების თარიღი 7 მაისი, დაახლოებით ა.წ. 160 წლამდე
ემესა (ჰომსი), რომაული სირია
გარდაცვალების თარიღი 224 წლის შემდეგ
რომი
მეუღლე(ები) გაიუს იულიუს ავიტუს ალექსანიუსი
შვილ(ებ)ი იულია მამეა, იულია სოემია
მშობლები მამა: იულიუს ბასიანუსი

იულია მაესა (დ. 7 მაისი, 160 წ.-მდე – გ. დაახლ. 224) — რომის იმპერიის სევერანთა დინასტიის წევრი, იმპერატორ ჰელიოგაბალუსისა და სევერუს ალექსანდრეს ბებია, იმპერატრიცა იულია დომნას უფროსი და და იულია სოემიასისა და იულია მამაიას დედა. დიდი გავლენა მოახდინა რომაულ საზოგადოებაზე, გასნაკუთრებით მისი შვილიშვილების დროს. [1] [2]

დაიბადა ემესაში, სირიაში (დღევანდელი ჰომსი), ღვთაება ელაგაბალუსის მღვდლების არაბულ ოჯახში, მაესა და მისი და დომნა იყვნენ იულიუს ბასიანუსის ქალიშვილები. მისი დის ქორწინების შედეგად, მაესა გახდა სეპტიმიუს სევერუსის სიდედრი და კარაკალას და გეტას დეიდა, რომლებიც შემდგომ იმპერატორები გახდნენ. იულია დაქორწინდა თანამემამულე სირიელ იულიუს ავიტუსზე, რომელსაც საკონსულო რანგი ჰქონდა. [3] [4] მას შეეძინა ორი ქალიშვილი, სოემია და მამეა, [1] რომლებიც, მოგვიანებით, რომის მომავალი იმპერატორების: ჰელიოგაბალუსისა და სევერუს ალექსანდრეს დედები გახდნენ. [3]

როგორც სევერანთა დინასტიის ერთ-ერთი გამოჩენილი ქალი, დის თვითმკვლელობის შემდეგ ცდილობდა ხელისუფლებაში დაბრუნებას. [1] იგი მჭიდროდ იყო ჩართული შვილიშვილის, ჰელიოგაბალუსის, ხოლო მისი მკვლელობის შემდეგ, მეორე შვილიშვილის, სევერუს ალექსანდრეს, იმპერატორად აღზრდაში. მისი დისშვილის, კარაკალას მკვლელობისა და მაკრინუსის უზურპაციის შემდეგ, იულია მაესას ხელშეწყობით სევერანთა დინასტია დაბრუნდა ხელისუფლებაში.[4] ალექსანდრეს ტახტზე ასვლის შემდეგ, მალევე რომში გარდაიცვალა. [4]

ადრეული ცხოვრება და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაესას ქალიშვილი, იულია სოემია
მაესას ქალიშვილი, იულია მამეა

იულია მაესა დაიბადა 7 მაისს, [5] ჩვენი წელთაღრიცხვით 160 წლამდე, ემესაში, სირიაში, თანამედროვე ჰომსში. იყო მღვდელი იულიუს ბასიანუსის უფროსი ქალიშვილი და [2] ემესიანთა დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. [6] მას ჰყავდა უმცროსი და, ჯულია დომნა, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა სეპტიმიურ სევერუსზე (ქორწინების დროს სენატორი იყო) და გახდა რომის იმპერატრიცა. [7]

მაესა არაბი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობის აღწერის არც ერთი წერილობითი ცნობა არ შემორჩენილა, მისი მკვეთრი და შესანიშნავი თვისებები, რომლებიც დიდად განსხვავდება მისი დის რბილი და მგრძნობიარე ხასიათებისგან, [7] კარგად არის გამოსახული მისი შვილიშვილების მეფობის დროს მოჭრილ მონეტებზე. [3]

მოგვიანებით მაესა დაქორწინდა თანამემამულე სირიელზე, იულიუს ავიტუსზე, კონსულზე, რომელიც ასევე იმპერიის პროვინციის გუბერნატორად მუშაობდა. [3] მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, მისი უფროსი ქალიშვილი, ჯულია სოემიასი, დაიბადა დაახლოებით 180 წელს, [8] ან ცოტა ხნით ადრე, [9] ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დაიბადა კიდევ ერთი ქალიშვილი, ჯულია მამეა. [4]

ცხოვრება რომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დის რომში ჩასვლისა და იმპერატრიცის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მაესა, ოჯახთან ერთად, გაემგზავრა რომში და სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, [4] თუმცა მისს ქმარს, იულიუს ავიტუსს, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ჰქონდა, დიდხანს არ დარჩენილა რომში. მას ხშირად უწევდა იმპერიის მასშტაბით მოგზაურობა; იულია არ ახლდა მას მოგზაურობებისას. [9]

რომში ყოფნის დროს მაესამ და მისმა ოჯახმა დიდი სიმდიდრე შეაგროვეს, [10] ჰქონდათ მაღალი თანამდებობები რომის მთავრობაში, ჯერ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობისას, ხოლო მოგვიანებით, მისი მემკვიდრის კარაკალას იმპერატორობისას. [4] მაესას ორმა ქალიშვილმაც მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავეს, ისევე როგორც მათმა მეუღლეებმა, რომლებიც კონსულებად დაინიშნენ. [9] [4]

ემესაში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენი წელთაღრიცხვით 217 წელს, იმპერატორ კარაკალას მკვლელობისა და მაკრინუსის მიერ ტახტის უზურპაციის შემდეგ, მაესას დას, დომნას, ახლა არავითარი ძალაუფლება და გავლენა არ ჰქონდა. იულიამ ორივე შვილის დაკარგვის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და თავი მოიკლა.

მაესას და მის ოჯახს, რომლებიც ცხოვრობდნენ რომში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, [4] მაკრინიუსმა უბრძანა, რომ დაეტოვებინათ რომი და დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქ ემესაში, სირიაში. [10] [4] მაკრინუსმა ხელუხლებლად დატოვა მაესას დიდი სიმდიდრე, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეგროვებული. [4] [10] [9] მაესა ოჯახთან ერთად 217-218 წლებში მშობლიურ ქალაქში, ემესაში დაბრუნდა. [9] [11] [1]

რომის იმპერატრიცა იულია დომნამ, მაესას დამ, თავი მოიკლა შვილის, კარაკალას მკვლელობის შემდეგ.

მაკრინიუსი კარაკალას მკვლელობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, იბრძოდა ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად და თავისი მმართველობისადმი ლოიალობის შესანარჩუნებლად. [2] [4] ამ ვითარებამ ხელი შეუწყო მაესას ემოქმედა მაკრინუსის წინააღმდეგ. ემესაში ყოფნისას ის ახლოს იყო სამხედრო ბაზასთან, სადაც ბევრი ჯარისკაცი კვლავ დიდ პატივს სცემდა სევერუსებს და ერთგულები იყვნენ ამ დინასტიისა. [4] ჯარისკაცები ასევე უკმაყოფილონი იყვნენ მაკრინუსის მშვიდობიანი მოქმედებებით პართიელებთან მიმართებაში, [2] რაც ემესასთვის ხელსაყრელი დრო იყო, იმისთვის, რომ მაკრინუსი ტახტიდან ჩამოეგო და თავისი ოჯახი აღედგინა ხელისუფლებაში. [4]

პირველ რიგში, მას უნდა არჩია ოჯახიდან ერთ-ერთი კაცი, რომელიც მაკრინიუს ჩაენაცვლებოდა. [4] მაესას ქმარი კვიპროსში 217 წლამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, [4] ისევე როგორც მისი უფროსი ქალიშვილის ქმარი. [4] იულია სოემიასს ჰყავდა 14 წლის ვაჟი, ვარიუს ავიტუს ბასიანუსი, რომელიც იყო ემესანის მზის ღმერთის მემკვიდრე მღვდელი. [2] [4] იულიამ დაიწყო ემესასთან განლაგებული მესამე ლეგიონის ჯარისკაცების მოზიდვა, რომლებიც დროდადრო სტუმრობდნენ ქალაქის ტაძარს, რათა ენახათ ბასიანუსის ექსტრავაგანტული, მაგრამ სახალისო რელიგიური რიტუალები. [9]

იულია მაესამ ემესაში მყოფი ჯარისკაცებისგან მხარდაჭერის მისაღებად, მათ დიდ სიმდიდრეს სთავაზობდა.[4] ეს ამბავი არმიის ბანაკებში გავრცელდა. [9] მაესა, მისი ქალიშვილი და ბასიანუსი ღამით არმიის ბანაკში შეიყვანეს, სადაც 14 წლის ბიჭი მაშინვე აღიარეს იმპერატორად და შემოსეს სპეციალური, მეწამული მოსასხამით. [9]

ისტორიკოსი კასიუს დიო გვიამბობს მოვლენების ოდნავ განსხვავებულ ვერსიას. ის აჯანყების მთავარ წამქეზებლად ასახელებს ვიღაც განისს, რომელიც არცერთ სხვა წყაროში არ არის ნახსენები, როგორც სიუჟეტის მონაწილე.[9] სავარაუდოდ, დიო ამტკიცებს, რომ განისი მაესას მიერ იყო გაზრდილი და იყო მისი ქალიშვილის, სოემიას საყვარელი.[9] ერთხელ განისმა ბასიანუსი კარაკალას ტანსაცმელში გამოაწყო და ისე, რომ არც მაესამ და სოემიამ იცოდა ამის შესახებ, წაიყვანა იგი არმიის ბანაკში და თქვა, რომ ბასიანუსი იყო მოკლული იმპერატორის შვილი.[9]

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაესამ და სოამესმა, რომლებმაც ბასიანუსის გაიმპერატორობის შემდეგ, ბევრი რამ მიიღეს, არაფერი იცოდნენ ამ გეგმის შესახებ. [9] მეორე მხრივ, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ მაესა დაგეგმავდა ამ ყველაფერს. მას ალბათ ქალაქ ემესას და რომის ელიტის მნიშვნელოვანი ფიგურები უჭერდნენ მხარს. [9]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]