იუბერალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გაზეთი იუბერალი (გერმანულად Ueberall ან აგრეთვე Überall, ქართულად „ყველგან“ ან „ყოველგან“) პირველად შემდეგი ქვესათაურით გამოვიდა „გერმანიის საფლოტო გაერთიანების გაზეთი“, მოგვიანებით კი „ჯარისა და საზღვაო ფლოტის ილუსტრირებული გაზეთი“.

გარდა სათაურებში გამოტანილი თემებისა გაზეთი თავის სტატიებს უძღვნიდა გერმანიის კოლონიებს და ლაშქართმცოდნეობას.

გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი იყო კაპიტანი ჰერმან გერკე (ბერლინში).

„იუბერალი“ დაარსდა 1899 წელს. 1919 წელს შეჩერდა მისი გამოცემა.

გაზეთს შემდეგი დანართები ჰქონდა: „შპორტ-იუბერალი“, „ფრაუენ-იუბერალი“, „ერცლიხეს იუბერალი“.

გერმანიის ლაშქართმცოდნეობის საზოგადოება ამ გაზეთს იყენებდა ლაშქართმცოდნეობითი პუბლიკაციების გამოსაქვეყნებლად. 1929 წლიდან კი „ლაშქარმცოდნეობითი გაზეთი“ გამოდიოდა როგორც დამოუკიდებელი მედია-საშუალება.