იტალიის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Il Canto degli Italiani
ქართ. იტალიელთა სიმღერა
Fratelli d'Italia part1.jpg
ჰიმნის ნოტები
ქვეყანა იტალია
ტექსტის ავტორი გოფრედო მამელი
მუსიკის ავტორი მიქელე ნოვარო
შემოღებულ იქნა 1947 წელს, როგორც დროებითი ჰიმნი. 2005 წელს ოფიციალურად

Il Canto degli Italiani

ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

იტალიის სახელმწიფო ჰიმნი გერბთან და დროშასთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. ჰიმნის სახელია იტალიელთა სიმღერა (იტალ. Il Canto degli Italiani). ტექსტი ეკუთვნის გოფრედო მამელის, ხოლო მელოდია — მიკელე ნოვაროს.

იტალიის ჰიმნი XIX საუკუნის შუა წლებში რომანტიკულ-ნაციონალისტურ გარემოში შეიქმნა. პიესა, რომელიც მას დაედო საფუძვლად, გენუელი იტალიელი პატრიოტი სტუდენტის, გოფრედო მამელის მიერ დაიწერა, ცოტა მოგვიანებით კი ტურინელი ნოვაროს მიერ ტექსტისათვის მუსიკაც შეიქმნა; მომავალი ჰიმნი თავდაპირველად იტალიის გაერთიანების მოძრაობის (რისორჯიმენტო) საბრძოლო სიმღერას წარმოადგენდა.

1947 წელს იტალიელთა სიმღერა ახლადგამოცხადებული იტალიის რესპუბლიკის დროებით ჰიმნად გამოცხადდა[1], რითაც მან შეცვალა წინამორბედი ჰიმნი Canzone del Piave[2]. იტალიელთა სიმღერა მხოლოდ 2005 წელს დამტკიცდა ოფიციალურად იტალიის სახელმწიფო ჰიმნად მაშინდელი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპი, თუმცა ამ დამტკიცებას პრაქტიკულად რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nationalanthems.info/it.htm
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2011-11-11.