ისლანდიური ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისლანდიური ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა ისლანდია
თვისებები
წონა 9-14 კგ.
სიმაღლე 31-41 სმ.
ბეწვი თეთრი,წაბლისფერი,შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ისლანდიური ძაღლი (ისლ. Íslenskur fjárhundur) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ისლანდიაში IX საუკუნეში.

ისლანდიური ძაღლის წინაპრები სკანდინავიელ კოლონისტებს ჩამოყვნენ, შესაძლოა ის ბუჰუნდის ნათესავია. მშვენიერ მეცხვარეს — ისლანდიურ ძაღლს რთული ისტორია აქვს. სანამ გრძელი ჭიების საწინააღმდეგო ეფექტურ წამალს მიიღებდნენ, ეს ჯიში ექინოკოკის მსხვერპლი იყო, რომლებსაც დაავადებული ცხვრის ხორცის ჭამით იღებდნენ და თავის პატრონებსაც გადასდებდნენ ხოლმე. ექინოკოკით ადამიანების დასნებოვნების შესაჩერებლად, ყველა ძაღლს ეკრძალებოდა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შესვლა. ეს კანონი დღემდე მოქმედებს, თუმცა ჭიის საწინააღმდეგო წამალი უკვე დიდი ხანია არსებობს.

ისლანდიური ძაღლი — ძლიერი და ცოცხალია და გარეგნულად გრენლანდიური ჰასკის შემცირებულ ვარიანტს გავს. ისლანდიური ძაღლი კარგად იტანს სიცივეს, ადვილად იწვრთნება და კარგი მოდარაჯეა. წინა თათები ძალიან ძლიერი აქვს, ყურადღებიანი, მუქი-ყავისფერი თვალები საშუალო ზომისაა. ბალანი შეიძლება იყოს თეთრი, წაბლისფერი და შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]