ისკე-ყაზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისკე-ყაზანი (თათრ. Иске Казан; რუს. Старая Казань) — ისკე-ყაზანის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს ვოლგის ბულგარეთის უკანასკნელი დედაქალაქის ადგილზე XIII-XV საუკუნეების განმავლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების აზრით ქალაქი წარმოიშვა მდინარე კაზანკის შესართავთან ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ და ცნობილი იყო რამდენიმე სახელით: გაზანი, ბულგარ-ალ-ჯადიდი, ყაზანი, ისკე-ყაზანი.

ლეგენდა „ცეცხლგამძლე სოფლის“ შესახებ გვიამბობს, რომ ოქროს ურდოს ჯარების მიერ ქალაქის აღების შემდეგ აქსაკ თიმურმა სიკვდილით დასაჯა ადგილობრივი ამირა გაბდულუ. მისა შვილებმა ალთინბეგმა და გალიმბეგმა გაქცევით უშველეს თავს.

დამპყრობლების წასვლის შემდეგ გადარჩენილ ძმებს არ დაუწყიათ ქალაქის აღდგენა. ტყე-სტეპის ზონაში მათ აღმოაჩინეს უფრო მშვიდი და მყუდრო ადგილი. სწორედ აქ დააარსეს ძმებმა ქალაქი ისკე-ყაზანი. მოგვიანებით ამ ადგილის გარშემო ჩამოყალიბდა ყაზანის სახანო, რომლის ცენტრიც ისკე-ყაზანი გახდა.

მომდევნო ომებთან და ქალაქის არაპერსპექტიულ ადგილზე მდებარეობასთან დაკავშირებით ყაზანის სახანოს დედაქალაქი უფრო მოხერხებულ ადგილზე გადაიტანეს. კერძოდ იქ სადაც მდინარე კაზანკა უერთდებოდა ვოლგას, რომელიც შუა საუკუნეების ევროპის მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული არტერია იყო. სწორედ ამ ადგილზე მდებარეობს თანამედროვე ყაზანი. ძველი დედაქალაქი კი დავიწყებას მიეცა და გაქრა პოლიტიკური არენიდან.

კამათი ისკე-ყაზანის მდებარეობის შესახებ სამეცნიერო წრეებში არ დახურულა. ამ საკითხში ყველაზე მეტად საყურადღებოა არქეოლოგ რავილ ფახრუტდინოვის ვერსია. იგი ფიქრობს, რომ ისკე-ყაზანი მდებარეობდა იქ სადაც დღეს მდებარეობს სოფლები: კამაევო, რუსკი-ურმატი და გაიშა, მდინარე კაზანკის ზემო დინებიდან 40 კილომეტრის მოშორებით.

მუზეუმ-ნაკრძალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმ-ნაკრძალი შეიქმნა თათრეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 თებერვლის № 228-ე დადგებილების მიხედვით.

ნაკრძალის ფართობია 137,2 ჰა, ძირითადი ფონდის ექსპონატების რაოდენობაა - 1 163 ერთეული.

მუზეუმის შემადგენლობაში შედის ვოლგის ბულგარეთის, ოქროს ურდოსა და ყაზანის სახანოს პერიოდის არქეოლოგიური და ეპიგრაფიკული ძეგლები:

  • ისკე-ყაზანის ნაქალაქარი (XIII საუკუნე - 1552 წ.)
  • რუსულ-ურმატული ნასოფლარი (XII-XIV სს.)
  • რუსულ-ურმატული სასაფლაო (XIII-XVI სს.)
  • სოფელ კამაევოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
  • ბუნებრივი ლანდშაფტი - მდინარე კაზანკის ტერასები.
  • წმინდა ადგილი: გაიში-ბიკეს საფლავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. Бурханов. Памятники Иске-Казанского комплекса. Казань, 2002.
  • Н. Шельди. Булгаро-татарские монеты 13-15 веков. Казань, 2002.
  • А. Орешников. Русские монеты до 1547 года. Москва, 1996.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]