ირმა კურტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმა კურტი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1966(1966-03-20) (58 წლის)
დაბადების ადგილი ტირანა
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი და მწერალი
მოქალაქეობა  ალბანეთი
ალმა-მატერი ტირანის უნივერსიტეტი

ირმა კურტი (დ. 20 მარტი, 1966) — ალბანელი პოეტი, მწერალი, ლირიკოსი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. ის არის ნატურალიზებული იტალიის მოქალაქე.[1][2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმამ დაამთავრა ტირანას უნივერსიტეტის ინგლისური ფაკულტეტი 1988 წელს, მას შემდეგ, იგი მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად სკოლაში და ჟურნალისტად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, როგორიცაა "Mësuesi" (მასწავლებელი) და "Dita informacion" (დღის ინფორმაცია).

1997 წლის სექტემბერში მან წარმატებით დაამთავრა ბერძნული ენისა და კულტურის ერთწლიანი კურსი ათენის უნივერსიტეტში, საბერძნეთში. მან ასევე გაიარა მრავალი კურსი ჟურნალისტიკის სპეციალიზაციისთვის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში.

კურტი პოეზიით ადრეულ ასაკში დაკავდა..[3] 1980 წელს მან მოიპოვა პირველი პრიზი, ჟურნალ "პიონიერის" 35 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარებულ, ეროვნულ კონკურსში.[4] 1989 წელს მან მიიღო მეორე პრიზი ალბანეთის დამოუკიდებლობის მიღების 45 წლისთავზე რადიო ტირანას მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდა პოეტებისთვის ჩატარდა..[5] მას შემდეგ მან მოიგო 85 ჯილდო იტალიასა და შვეიცარიაში რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსში. 2013 წელს მან მოიგო IX გამოცემის საერთაშორისო პრიზი Universum Donna (წლის ქალის ექვივალენტი) და გაიმარჯვა მშვიდობის ელჩის ნომინაციაში. მას ასევე მიენიჭა პრიზი: "2015 წლის ალბანელი პოეტი".[6]

ირმა კურტი ასევე ცნობილია როგორც ლირიკოსი, იგი გახლავთ არაერთი ცნობილი ალბანური სიმღერის ტექსტის ავტორი.[7]

მან გამოაქვეყნა ოცდარვა წიგნი ალბანურად და ოცდაოთხი იტალიურად, მათ შორის პოეზიის კრებულები, მოთხრობები და რომანები.[8] მისი წიგნები ითარგმნა და გამოიცა 14 ქვეყანაში.[9]

2020 წელს მან მიიღო ვიკიპოეზიის საპატიო პრეზიდენტის წოდება.[10] ცხოვრობს ბერგამოში, იტალია.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.pw.org/directory/writers/irma_kurti
  2. Saro, Vangjush. Irma Kurti - Ikone e kultures shqiptare. Artur Nura. ციტირების თარიღი: 9 January 2021
  3. Folino, Bianca. Incontro con Irma Kurti. Placebook Publishing&Writer Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 9 January 2021
  4. https://store.pothi.com/book/irma-kurti-vanished-loves/
  5. https://www.bookemon.com/book-profile/within-sorrow/914340
  6. Shpallen çmimet P.E.N Albania 2015. ციტირების თარიღი: 9 January 2021
  7. Gazetar. Tekstet e poetes shqiptare Irma Kurti, në tregun ndërkombëtar të muzikës. ციტირების თარიღი: 9 January 2021
  8. „Shkrimtarja shqiptare Irma Kurti boton librin "I ricordi di un medico". Gazeta Metro. 17 December 2020. ციტირების თარიღი: 9 January 2021.
  9. https://www.polismagazino.gr/poems-by-irma-kurti/
  10. „Poetja Irma Kurti Nderohet Në Itali Si "Akademike Dhe Presidente Nderi" E Enciklopedisë Poetike“. ObserverKult. 7 August 2020.
  11. https://en.kavyakishor.com/2023/04/25/irma-kurti-poems-and-bio/