ირაკლი ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი ამირანის ძე ჭიჭინაძე (დ. 6 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი ბრიგადის გენერალი (2020).

დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი (1999), შემდეგ სწავლობდა თეირანის თარბიათე მოდარესის უნივერსიტეტის სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტზე (1998-2000). სამხედრო განათლება მიიღო სამხედრო-დიპლომატიური მომზადების ცენტრსა (2003-2004) და კუანტიკოს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (აშშ, 2018-2019). 2000 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეკავა სხვადასხვა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ და ანალიტიკურ სამმართველოებში (2000-2005). 2005 წელს იყო შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებელი ცხინვალის რეგიონში, 2005-2006 წლებში 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით ერაყში, შემდეგ მსახურობდა სახმელეთო ძალების შტაბის G-2 ოფიცერად (2006-2007), სხვადასხვა თანამდებობაზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, მ. შ. დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (2014-2017) და დეპარტამენტის უფროსად (2017-2020). 2020 წლის ივლისიდან — საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ჭიჭინაძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო, 2020.