ირაკლი ფაღავას ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ფაღავას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები კონსტანტინეს ქუჩა, ლენის ქუჩა

ირაკლი ფაღავას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ბოროდინის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1923 წლამდე დიდი მთავრის კონსტანტინეს სახელი ერქვა (დატანილია 1876 წლის გეგმაზე), შემდეგ ლენის ქუჩა ერქვა (ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე). სახელწოდება დაკავშირებულია მეფის მთავრობის მიერ 1912 წელს ლენის ოქროს საბადოების მუშათა დახვრეტასთან. ქუჩას ირაკლი ფაღავას სახელი ეწოდა 1990 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]